იაპონური ცნობილი ბლოგი Macotakara იუწყება, რომ 2019 წლის iPad Pro-ზე სამმაგ კამერას ვიხილავთ.
iPad Pro-ს იგივე ვიზუალი ექნება რაც ახალ iPhone 11-ს. როგორც იცით, iPad-ს ჯერჯერობით ორმაგი კამერაც არ ჰქონია. Apple-მა აშკარად გადაწყვიტა, რომ ახალ გაჯეტებში კამერის ხარისხზე მოახდინოს ფოკუსირება.
რაც შეეხება წყაროს, Macotakara პროგნოზების გაკეთებაში თითქმის არასდროს ცდება, მაგრამ რეალურად რა მოხდება, ამას მხოლოდ სექტემბერში ერთად გავიგებთ. [9to5]