IPhonesoft-ის ფრანგულმა გამოცემამ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა — როგორც გვებუნებიან მათ დანამდვილებით იციან ახალი iPhone-ების სახელები.
წელს აღარ იქნება iPhone XR და iPhone XS-ი, iPhone XR-ის მემკვიდრე ახალი iPhone 11 იქნება, რომელსაც ორმაგი კამერა ექნება. რაც შეეხება სამმაგ კამერიან ვაშლებს, ისინი iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ის სახელით მოგვევლინებიან.
ასევე ირწმუნებიან რომ ბატარეის ენერგოეფექტურობა 15%-ით გაიზრდება. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ CoinX-მაც დაადასტურა. [iPhonesoft]