რას ნიშნავს Apple-ის ღონისძიების ლოგო?

რას ნიშნავს Apple-ის ღონისძიების ლოგო?

როგორც იცით, გუშინ საღამოს ცნობილი გახდა Apple-ის სექტემბრის ღონისძიების თარიღი, სადაც ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტის ახალი ვერსია უნდა წარმოგვიდგინოს.

უამრავი ჭორი არსებობს ახალ iPhone-ებთან დაკავშირებით, მაგრამ ლოგოს გამოჩენის შემდეგ, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ვერსია გამყარდა. Apple-ის ღონისძიების ლოგოს ფერები შესაძლოა ახალი iPhone-ების ფერებზე მიგვანიშნებდეს.

როგორც ჩანს, Apple-ი დაამატებს: მწვანე, ლურჯ, ყვითელ, წითელ და მეწამულისფერ iPhone-ებს.


ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი ლოდინი აღარ მოგვიწევს — 10 სექტემბერს 21 საათზე Apple-ის ღონისძიების ხილვა ტრადიციულად გემუგთან ერთად შეგეძლებათ.

დეტალებზე უახლოეს მომავალში დავწერთ! 😉

Leave a Comment