Apple-ის ეკოსისტემაში არსებობს შესანიშნავი საოფისე პროდუქტები, რომლებიც ერთიანი სახელის ქვეშ არიან გაერთაინებული, iWorks. ამ ნაკრებში შედის ტექსტური, ელექტრონული ცხრილებისა და პრეზენტაციების რედაქტორები. ფაილებთან მუშაობა Apple-ის ნებისმიერი მოწყობილობიდან შეიძლება.
პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ამ რედაქტორებში შექმნილი ფაილი ისეთ მომხმარებელს უნდა გადაუგზავნო, რომელიც არ მუშაობს Apple-ის ეკოსისტემაში, არამედ მაგალითად Windows-ში, ან Android-ზე.
საბედნიეროდ, არსებობს კონვერტაციის მარტივი და სწრაფი მეთოდი.
როგორ დავაკონვერტიროთ დოკუმენტები Mac-ზე
დოკუმენტის Microsoft Office-ის თავსებად ფორმატში კონვერტაციისათვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:
- გახსენით დოკუმენტი შესაბამისი აპლიკაციით (Pages, Numbers, Keynote);
- მენიუში აირჩიეთ File > Exoprt To > Word/Excel/Power Point…;
- დამატებითი პარამეტრების სარკმელში აირჩიეთ შენახვის ვარიანტი;
- შენახვის სარკმელში აირჩიეთ სასურველი საქაღალდე, სადაც შეინახავთ ახალ ფაილს.
როგორ დავაკონვერტიროთ დოკუმენტები iOS-ზე
დოკუმენტის iOS-ში Microsoft Office-ის თავსებად ფორმატში კონვერტაციისათვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:
- გახსენით დოკუმენტი შესაბამისი აპლიკაციით (Pages, Numbers, Keynote);
- დააჭირეთ მენიუს სამი წერტილით;
- აირჩიეთ მენიუს პუნქტი Export;
- შეინახეთ ფაილი Microsoft Office-ის შესაბამის ფორმატში.
ფაილი შეგიძლიათ დატოვოთ მოწყობილობაზე, Files აპლიკაციაში, ან დაუყოვნებლივ გადაუგზავნოთ ადრესატს.