თუ ადრე აიფონზე უამრავი აპლიკაციის დაყენება ფიზიკურად იყო შეუძლებელი, მეხსიერების მოცულობის უკმარისობის გამო (ეს კიდევ იმ დროს, როდესაც Apple გვთავაზობდა მაქსიმუმ 32 გბაიტიან მოდელებს, ხოლო უმრავლესობას 8 გბაიტიანი მოდელები ჰქონდა), ახლა ეს ბარიერი მოსხნილია: აიღე iPhone 256/512 გბაიტი მეხსიერებით და დააყენე თუნდაც მრავალი ასეული აპლიკაცია, არაფერი არ შენელდება, ეს ხომ 500 ლარიანი ანდროიდი არაა, ბოლოს და ბოლოს. მაგრამ, გჭირდებათ კი ამდენი აპლიკაცია?
ჩემს 64 გბაიტიან iPhone 6-ზე სულ თავიდან, 5 წლის წინ იმდენი აპლიკაცია ჩავწერე, სანამ მეხსიერება ლამის ბოლომდე არ ამოვწურე. მერე, iOS-ის ერთ-ერთი უფროს ვერსიამდე განახლებისას რაღაც ისე არ წავიდა… მოკლედ, იძულებული გავხდი სისტემის სუფთა ინსტალაცია გამეკეთებინა. დავაყენე სუფთა სისტემა, iCloud, რათა კონტაქტები და სხვა მსგავსი ინფორმაცია წამომეღო. ამის შემდეგ მხოლოდ 30 აპლიკაცია დავტოვე ტელეფონში და მივხვდი, რომ ეს სრულიად საკმარისია ჩემი ყოველდღიური საქმიანობისათვის.
როგორ მოვიშოროთ არასაჭირო აპლიკაციები iPhone-იდან
თითქოსდა, რა უნდა იყოს ზედმეტი აპლიკაციების წაშლაზე ადვილი, ადექი და წაშალე. მაგრამ ყოველთვის ხინჯი გიჩნდება გულში მორიგი აპლიკაციის წაშლისას — „იქნება და რომ წავშლი, ზუსტად მეორე დღეს დამჭირდეს მისი გამოყენება?“. შედეგად, ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვტვირთავთ აპლიკაციას, ვიყენებთ 3-4-ჯერ და მერე რომელიმე საქაღალდეში გადავიტანთ, „სხვასდასხვა“ რომ ჰქვია. და რა საჭიროა ეს ტვირთი, როდესაც მის გარეშეც შეგვიძლია კომფორტული არსებობა?
ასე რომ, ტელეფონის ახლიდან მორგებით, ჩემთვის მოწყობილობასთან ურთიერთქმედების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მე მივედი იმ დასკვნამდე: მე არ მჭირდება 10, 100, ან 300 აპლიკაცია ტელეფონზე. საკმარისია დავტოვო მხოლოდ ისინი, რომლებსაც ყოველდღიურად, ან თუნდაც კვირაში ერთხელ ვიყენებ. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გადმოწერო რაიმე ახალი, ნახო და მერე წაშალო. ამ გზით ადვილად ავიცილებთ თავიდან ზედმეტი ნაგვის დაგროვებას სისტემაში, გამოუყენებელი აპლიკაციების სახით.
ტექნიკური თვალსაზრისით ამას რაიმე სარგებელი არ მოაქვს: iPhone უფრო სწრაფად არ იმუშავებს, სასწაული არ მოხდება. უბრალოდ, ჩემს შემთხვევაში ნაკლები აპლიკაციით ცხოვრება გამარტივდა.
და თქვენ რამდენი აპლიკაცია გიყენიათ iPhone-ზე? მოდი, ქვემოთ მოცემული პატარა კითხვარი შეავსეთ და ერთად ვნახოთ შედეგები.
[totalpoll id=”44898″]