Apple Pay – რა არის და როგორ გამოვიყენოთ

Apple Pay – რა არის და როგორ გამოვიყენოთ

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

რა არის Apple Pay

Apple Pay კომპანია Apple-ის მარტივი და კომფორტული გადახდის სისტემაა. შესაძლებელია ტერმინალით გადახდა iPhone-სა და Apple Watch-ის საშულებით. ასევე შესაძლებელია ამ სისტემის გამოყენება Mac-ით და iPad-ით.

Apple Pay პირველად 2014 წელს გაეშვა. საქართველოს ჩათვლით ის უკვე 57 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

სისტემა მობილურით გადახდისას უკონტაქტო NFC ტექნოლოგიას იყენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ Apple Pay-ს გამოყენებას ყველა იმ მაღაზიაში და სალაროში შეძლებთ, რომლებიც უკონტაქტო გადახდებს (შესაბამისი ბარათით, სტიკერით) ახორციელებენ. ანუ პრაქტიკულად ნებისმიერ წერტილში საქართველოს მასშტაბით.

ჯერ-ჯერობით ამ სისტემას ოთხი ბანკი უჭერს მხარს: ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი და საქართველოს ბანკი. თუ რომელიმე ამ ბანკის პლასტიკური ბარათები გაქვთ, უპრობლემოდ შეძლებთ ამ სისტემით სარგებლობას.

როგორ გამოვიყენოთ Apple Pay

აღნიშნული ინსტრუქცია ემყარება ლიბერთის ბანკის შემდეგ სახელმძღვანელოს: ბარათის Apple Pay-სთან დაკავშირება.

ბანკის პლასტიკური ბარათის დამატებამდე, დარწმუნდით, რომ ტელეფონის პარამეტრებში რეგიონში არჩეულია საქართველო. ამისათვის:

  • შედით აპლიკაციაში Settings;
  • გადადით სექციაში Language & Region;
  • ქვე-სექციაში Region აირჩიეთ Georgia;
  • დაელოდეთ ტეელფონის გადატვირთვას.
  • iPhone-ზე გამოყენება:
    • გახსენით აპლიკაცია Wallet;
    • დააჭირეთ ნიშანს „+“ მარჯვენა ზედა კუთხეში;
    • აირჩიეთ „Add a different card“ და დაასკანერეთ ბარათის ინფორმაცია iPhone-ის კამერის გამოყენებით.
  • Apple Watch-ზე გამოყენება:
    • გახსენით iPhone-ზე აპლიკაცია Watch;
    • გადაით განყოფილებაში „Wallet & Apple Pay“, აირჩიეთ პუნქტი „Add Credit or Debit Card“;
    • აირჩიეთ „Add a different card“ . დაასკანერეთ ბარათის ინფორმაცია iPhone-ის კამერის გამოყენებით.
  • iPad-ზე გამოყენება:
    • გახსენით აპლიკაცია Settings;
    • გადადით განყოფილებაში „Wallet & Apple Pay“. აირჩიეთ პუნქტი „Add Credit or Debit Card“;
    • აირჩიეთ „Add a different card“. დაასკანერეთ ბარათის ინფორმაცია iPad-ის კამერის გამოყენებით.
  • MacBook Pro with Touch ID-ზე გამოყენება:
    • გახსენით აპლიკაცია System Preferences;
    • გადადით განყოფილებაში „Wallet & Apple Pay“. აირჩიეთ პუნქტი „Add Credit or Debit Card“;
    • აირჩიეთ „Add a different card“ . დაასკანერეთ ბარათის ინფორმაცია MacBook Pro-ს კამერის გამოყენებით.

Leave a Comment