10 მნიშვნელოვანი აპლიკაცია მოგზაურობისათვის

10 მნიშვნელოვანი აპლიკაცია მოგზაურობისათვის

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

საზღვარგარეთ შვებულების, ან მივლინების დროს სმარტფონი უნივერსალური ხელსაწყო ხდება წარმოქმნილი პრობლემების გადასაწყვეტად. კავშირის, ფოტოაპარატისა და გადახდის საშუალების (მითუმეტეს, როცა საქართველოში Apple Pay უკვე ამუშავდა) გარდა, მას კიდევ ბევრი ფუნქციის შესრულება შეუძლია.

მთავარია — წინასწარ მოვიმარაგოთ საჭირო აპლიკაციები.

GeMUG და onoff.ge გთავაზობთ 10 საინტერესო და საჭირო აპლიკაციის ნაკრებს, რომლებიც მოგზაურობის დროს გამოგადებათ.

Google Translate დაგეხმარებათ კომუნიკაციაში

აპლიკაციაში მხარდაჭერილია 103 ენა, მათ შორის ქართულიც, შეუძლია გადათარგმნოს ფოტო გამოსახულება, ან უშუალოდ კამერიდან და შეუძლია თარგმნოს 59 ენაზე ინტერნეტთან კავშირის გარეშე.

Google Translate
Price: Free

App in the Air, სრული ინფორმაცია ავიარეისების შესახებ

მოხერხებული ინტერფეისი ავიარეისების თვალყურის დევნებისათვის. უბრალოდ შეიტანეთ ფრენის ნომერი და მიიღებთ სრულ ინფორმაციას მის შესახებ: გამგზავრების დრო, რეგისტრაციის პერიოდი, აეროპორტის კარიბჭე და სხვა მრავალი.

აპლიკაცია ავტომატურად გამცნობთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

App in the Air
Price: Free+

FlightRadar 24-მა ყველაფრი იცის ჰაერში მყოფი თვითმფრინავის შესახებ

ეს აპლიკაცია იპოვნის ნებისმიერ რეისს, რომელიც უკვე ჰაერშია.

პროგრამა გიკარნახებთ მდებარეობას და ფრენის ტრაექტორიას. ასევე შესაძლებელია ფრენის ონლაინ მონიტორინგი.

xCurrency — ვალუტის ძალიან მოსახერხებელი კონვერტერი

ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი აპლიკაცია ვალუტის კონვერტაციისათვის. მივუთითებთ დაანგარიშების რამოდენიმე მიმართულებას და ისინი მყისიერად გამოჩნდება დაბლოკილი ტელეფონის ვიჯეტების ეკრანზე. პროგრამის გახსნაც კი არ დაგჭირდებათ.

ეგრევე შესაძლებელია პროდუქტების ფასის ხილვა სხვადასხვა ვალუტაში, რომ კალკულატორის გამოყენება არ დაგჭირდეთ.

MAPS.ME — დეტალური რუკები ინტერნეტთან მიერთების გარეშე

კარგად ნაცადი აპლიკაციაა რუკების მიმართულებით. მითუმეტეს, თუ ქსელთან წვდომა არ გაქვთ.

პროგრამა გამოადგებათ ავტომობილისტებს, ფეხით და ველოსიპედით მოგზაურებს.

Waze — ძალიან მოსახერხებელი ნავიგატორი საინტერესო ფუნქციებით

კიდევ ერთი საინტერესო ნავიგატორი. გამოადგება ყველას, ვინც გეგმავს მოგზაურობას ავტომობილით, ან ქირაობს მას ადგილზე.

Waze-ს მთავარი სიკეთე მისი საუცხოო მონაცემთა ბაზაა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია გზებზე სიჩქარეების შეზღუდვის შესახებ და აგრეთვე საპოლიციო რადარების შესახებაც.

მოგზაურობა საცობებისა და ჯარიმების გარეშე გარანტირებულია.

Moovit — ფეხით მოსიარულეს საუკეთესო მეგობარი

ფეხით მოსიარულეებს ძალიან გამოადგებათ აპლიკაცია, რომელიც აჩვენებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. მათ შორის მხარდაჭერილია თბილისიც და ჩვენ ამ აპლიკაციას აქტიურად ვიყენებთ.

ამ აპლიკაციით ადვილია საფეხმავლო სვლაგეზის დაგეგმვა.

თვალთვალის კამერა მათთვის, ვინც ბავშვებთან ერთად მოგზაურობს

ბავშვის დატოვება სასტუმროს ნომერში, ან ნაქირავებ ბინაში, საყიდლებზე წასასვლელად ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. როგორც ბავშვისათვის, ასევე მშობლისთვის.

სპეციალური აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ორი აიფონი ერთმანეთთან დააკავშიროთ და თვალყური ადევნოთ ბავშვს, სანამ გასული ხართ ნომრიდან. ერთი აიფონი კამერა ხდება, ხოლო მეორე — მონიტორი. მორგებას რამდენიმე წუთი უნდა მხოლოდ.

WiFi Map — Wi-Fi-ქსელებისა და პაროლების ყველაზე დიდი ბაზა

ინტერნეტ-ტრაფიკის ეკონომიის მიზნით ეს აპლიკაცია ძალიან გამოგადგებათ. მასში თავმოყრილია ქსელების ყველაზე დიდი ოდენობა.

მონაცემების გადმოწერა წინასწარ შეიძლება, ხოლო უკვე ადგილზე უკვე შესაძლებელი იქნება საჭირო მაღაზიის, სასტუმროს, ან სავაჭრო ცენტრის მოძებნა და მის Wi-Fi ქსელთან დაკავშირება.

AroundMe — მოძებნეთ საინტერესო ადგილები ახლო-მახლო

ამ პროგრამაში თავმოყრილია საინტერესო ადგილების ყველაზე დიდი ბაზა. ორიოდე დაწკაპუნებით შესაძლებელია ვიპოვნოთ, მაგალითად ყველა კაფე, ან ავტო-სამრეცხაო ახლო-მახლო.

შესაძლებელია ქალაქის ღირსშესანიშნაობების ნახვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, ან კაფეების მოძიება.

AroundMe სწრაფად ადგენს თქვენს მდებარეობას და გთავაზობთ სასარგებლო ადგილების ჩვენებას კატეგორიების მიხედვით.

AroundMe
Price: Free+

Leave a Comment