როგორ გარდავქმნათ PDF-დოკუმენტი JPEG-ფაილად

როგორ გარდავქმნათ PDF-დოკუმენტი JPEG-ფაილად

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

Mac-ის ახალბედა მომხმარებლებმა არ იციან, რა განუზომელი შესაძლებლობები გააჩნია ისეთ სისტემურ აპლიკაციას, როგორიც არის Automator.app. ერთი შეხედვით პროგრამა ასათვისებლად ცოტა რთული ჩანს, თუმცა თუ კარგად გაერკვევით, დაინახავთ, რომ მართვა საკმაოდ მარტივია და თვალსაჩინო. დღეს მოგიყვებით ერთ ხერხზე, რომლის საშუალებითაც მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით შეძლებთ PDF-დოკუმენტის გარდაქმნას JPG-ფორმატში.

თუ ხშირად გიწევთ PDF-დოკუმენტების დამუშავება, დარწმუნებული ვარ, დაგჭირდებოდათ სხვადსხვა პროგრამებისა და ონლაინ-სერვისების გამოყენება სხვადსხვა ოპერაციებისათვის. ეს ყოველთვის არ არის მოსახერხებელი — მითუმეტეს, რომ macOS-ში არსებობს შესანიშნავი აპლიკაცია Automator. დღევანდელი მაგალითით გვინდა გიჩვენოთ ამ პროგრამის შესაძლებლობები, თუ როგორ გარდავქმნათ PDF-დოკუმენტი JPEG-ფაილად.

პირველ რიგში ჩვენ უნდა გავუშვათ აპლიკაცია Automator. ამის გაკეთება შესაძლებელია Spotlight-იდან, ან თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით.

ახალი დოკუმენტის არჩევისას მიუთითეთ „Application“, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.

გაიხსნება პროგრამის ძირითადი ფანჯარა, სადაც მარცხენა მხარეს მოცემულია ყველა შესაძლო ქმედება. ჩვენ მაუსის გადათრევით შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი კომპონენტები. ძებნის ველში ჩაწერეთ „Ask for Finder Items“ და გადაათრიეთ პროგრამის მარჯვენა, ძირითად სარკმელში.

კვლავ გადავიდეთ ძებნაში და ვიპოვნოთ შემდეგი ქმედება: „Get Selected Finder Items“. ნაცადი ხერხით გადავათრიოთ მთავარ სარკმელში. შემდეგი ქმედება: „Render PDF Pages as Images“.

მოარგეთ JPEG-ფაილის თქვენთვის სასურველი პარამეტრები — ფორმატი, ფერთა მოდელი, გარჩევადობა და შეკუმშვის დონე.

და ბოლოს, დაამატეთ ბოლო პუნქტი — „Move Finder Items“. გადაათრიეთ მთავარ სარკმელში და მიუთითეთ დანიშნულების საქაღალდე.

შეინახეთ შექმნილი აპლიკაცია თქვენთვის საურველ ადგილას. ამით მომზადების ეტაპი დასრულებულია.

ამიერიდან, როდესაც დაგჭირდებათ PDF-დოკუმენტის გარდაქმნა JPEG-ფაილად, გადაათრიეთ PDF-ფაილი თქვენს მიერ შექმნილ Automator-ის აპლიკაციაზე და დაელოდეთ, როდის დასრულდება გარდაქმნის პროცესი.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდაქმნას შესაძლოა საკმაო დრო დასჭირდეს — სიჩქარე დამოკიდებულია დოკუმენტის გევრდების რაოდენობაზე და კომპიუტერის სიმძლავრეზე.

Leave a Comment