რა განსხვავებაა iPhone 11 Pro-სა და iPhone Xs/Xs Max-ს შორის — ყველაფერი დეტალურად

რა განსხვავებაა iPhone 11 Pro-სა და iPhone Xs/Xs Max-ს შორის — ყველაფერი დეტალურად

მაშ ასე, Apple-ის 2019 წლის სექტემბრის ღონისძიების შემდეგ, გადავწყვიტეთ განახოთ თუ რა განსხვავებებია 2018 წლის iPhone-ებსა და 2019 წლის iPhone 11-ს შორის.

როგორც იცით, iPhone Xs-ის ხაზის გაყიდვები Apple-მა ოფიციალურად შეწყვიტა, მაგრამ მიუხედავად ამისა მსოფლიო ბაზარზე ეს მოდელები დიდი ხანი დარჩება და კიდევ ბევრი შეეცდება მისი გადამყიდველისგან შეძენას.

მოდი ახლა განვიხილოთ ყველა განსხვავება iPhone 11 Pro-სა და iPhone Xs-ს შორის.

1. ეკრანი


რეზოლუციისა და დიაგონალის ზომები ახალ iPhone 11 Pro-ში და 11 Pro Max-ში იგივე დარჩა.

იგი განსხვავდება მხოლოდ მატრიცების ხარისხით. შარშან ფლაგმანებში გამოიყენეს Super Retina HD ეკრანი, რამაც გზა გაუხსნა Super Retina XDR-ს.

უპირატესობა გამოიხატება გაზრდილ კონტრასტში:
iPhone 11 Pro – 2 000 000:1
iPhone Xs – 1 000 000: 1
ასევე, უკეთესი სიკაშკაშე:
iPhone 11 Pro – 800 cd / m²
iPhone Xs – 625 cd / m²

რაც შეეხება 3D Touch-ის გაუქმებას, მას შეიძლება მცირე დაქვეითებაც ვუწოდოთ. ახალ iPhone-ებში 3D შეხების ფუნქცია აღარ არის, ეს iOS 13-ის Beta ვერსიებიდანაც ვიცოდით.

2. პროცესორი


ახალმა iPhone-ებმა ტრადიციულად მიიღეს ახალი A13 Bionic პროცესორი, მესამე თაობის Neural Engine-ს სისტემით.

მის სინთეზურ ტესტებში შედარებას უკვე გაყიდვების დაწყების შემდეგ ვიხილავთ.

პრაქტიკულად, ახალი iPhone-ების გაუმჯობესებული მუშაობა უმეტეს ამოცანებში უხილავი იქნება. რადგან, შარშანდელი iPhone-ებიც უპრობლემოდ უმკლავდებიან სერიოზულ დატვირთვებს.

ერთადერთი განსხვავება, რომელიც მოითხოვს პროდუქტიულობის გაზრდას, ვიდეოსთან მუშაობაა.

3. კამერა


ყველაზე აშკარა განსხვავება ძველსა და ახალ iPhone-ებს შორის კამერის მოდულშია.

მთავარ კამერას აქვს იგივე დიაფრაგმა ƒ/1.8, ტელეობიექტივზე: ƒ/2.0, ხოლო ზეფართოზე: ƒ/2.4.

გარდა ოპტიკური სტაბილიზაციისა, გამოჩნდა ავტოკორექტირება და ღამის რეჟიმი.

ფაქტობრივად, მაშტაბირება ოთხმაგი გახდა, თუ შევადარებთ მაქსიმალურ მნიშვნელობებს. ტელეობიექტივზე გადართვისას ორმაგი გადიდება ხდება, ხოლო ჩვეულებრივიდან ზეფართოზე გადასვლისას — ორმაგი შემცირება.

Flash განათება უფრო კაშკაშა, ხოლო Smart HDR-ის რეჟიმი უფრო ჭკვიანი.


გაფართოებული დინამიური დიაპაზონის ვიდეოს გადაღება ახლა უკვე 60 კადრი წამში არის შესაძლებელი, როცა წინამორბედ iPhone-ზე მხოლოდ 30 კადრი წამში შეგვეძლო გადაგვეღო. ვიდეოს გადაღებისას ასევე შესაძლებელია მაშტაბირების 2x-ით გაზრდა და შემცირება.

ასევე ახალმა iPhone-მა მიიღო QuickTake-სა და Audio Zoom-ის მხარდაჭერა, რომლის მუშაობასაც მხოლოდ iPhone-ის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ გავიგებთ.

წინა კამერას უკვე შეიძლია 4K გადაღება 24, 30 და 60 კადრი წამში, 2018 წლის iPhone-ზე კი 1080p 30 და 60 კადრი წამში იყო.

4. უკაბელო ინტერფეისი


ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ძველ iPhone-ს შორის.

iPhone 11-ს აქვს Wi-Fi 802.11ax-ის მხარდაჭერა MIMO-ს ტექნოლოგიით.

ეს ახალი ტექნოლოგიაა, უზარმაზარი სარეზერვო საშუალებით მომავლისთვის. თოერიულად, ახალი სტანდარტის გამტარობა 6GB წამშია.

მუშაობისთვის რა თქმა უნდა სათანადო როუტერია საჭირო.

ანალიტიკოსების აზრით, 2020 წელს Wi‑Fi 802.11-ის ტექნოლოგია გაუტოლდება Wi-Fi 802.11ac-ის ტექნოლოგიას. ხოლო 2023 წლისთვის ისინი მთლიანად დაეპატრონებიან ბაზარს.

5. კორპუსი და ზომები


გარეგანი შედარებებით, წინა მოდელებთან შედარებით მცირე განსხვავებებია.

iPhone 11 Pro: 144 x 71.4 x 8.1 მმ , წონით 188 გ .
iPhone XS: 143.6 x 70.9 x 7.7 მმ , წონა 177 გ .

iPhone 11 Pro Max: 158 x 77.8 x 8.1 მმ , წონა 226 გ .
iPhone XS Max: 157.5 x 77.4 x 7.7 მმ , წონა 208 გ .


Apple-ის ოფიციალურ საიტზე არსებულ სპეციფიკაციებში ასევე წერია ყინვაგამძლე მინაზე და უჟანგავ ფოლადზე.

წინა მოდელში ყინვაგამძლე მინაზე არაფერი იყო ნახსენები.

უკვე ნაცნობ 3 ფერს: ვერცხლისფერს, ოქროსფერს და ნაცრისფერს დაემატა ახალი მუქი მწვანე ფერი.

როგორც იცით, 2018 წლის iPhone Xs წყალგამძლე იყო და მისი წყალში გამოყენება 2 მეტრზე — 30 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი. რაც შეეხება ახალ iPhone 11 Pro-ს, მისი გამოყენება ასევე 30 წუთი, მაგრამ 4 მეტრის სიღრმეში შეიძლება.

6. ავტონომია


ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ პრეზენტაციაზე სიამაყით განაცხადა, რომ iPhone 11 Pro-ს წინა iPhone-თან შედარებით 4 საათით მეტი დრო შეუძლია იმუშაოს. ხოლო iPhone Xs Max-თან შედარებით 5 საათით მეტი დრო.

რაც შეეხება მის ახალ W18 დამტენს, მისი დახმარებით iPhone 11 Pro-ს 50%-მდე დატენვა 30 წუთშია შესაძლებელი.

საწყისი ფასი — iPhone 11 Pro – 999$ | მოცულობები 64/256/512
საწყისი ფასი — iPhone 11 Pro Max – 1099$ | მოცულობები 64/256/512

წინასწარი შეკვეთები 13 სექტემბერს დაიწყება, ხოლო Apple Store-ებში მათ შეძენას 20 სექტემბრიდან შეძლებთ.

[iPhones]

Leave a Comment