მუქი რეჟიმი
ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო სიახლე არის Dark Mode რომელიც MacOS-ზე უკვე Mojave-ს განახლებაში დაგვემატა, ახლა კი უკვე iOS-ის დროც მოვიდა.
მუქი რეჟიმი იმუშავებს ყველგან და Apple-ის აპლიკაციებში. სხვა აპლიკაციების დიზაინი დამოკიდებულია თავად აპლიკაციის დეველოპერებეზე. ზოგიერთმა დეველოპერმა სპეციალურად iOS 13-ისთვის უკვე გაამზადა ახალი ინტერფეისი.
მუქი რეჟიმის ჩართვას Control Center-დან შეძლებთ.
გარდა ამისა, როდესაც მუქ რეჟიმს ჩართავთ, დაგჭირდებათ შპალერების შესაბამისად მორგება, ამისთვის კი Settings >> Wallpapers-ში შეხვალთ და ფოტოებს შავი რეჟიმისთვის მომართავთ.
ახალი ჟესტები სამუშაოდ
მიუხედავად იმისა რომ ეს ჟესტები iPad-ის მომხმარებლისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ზოგიერთი მომხარებელი iPhone-ზეც ხშირად მუშაობს ორი ხელის გამოყენებით. ამ ფუნქციების გამოყენება ძალიან გამოსადეგია ტექსტთან მუშაობისას.
მაგალითად 3 თითის ერთდროულად მარცხნივ გადასმა ნიშნავს ბოლო დავალების გაუქმებას, ადრე იგივე ფუნქცია iPhone-ის გარხევით იყო შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ 3 თითს მარჯვნივ გაუსმევთ, გაუქმებული დავალება უკან დაბრუნდება.
ამას გარდა, თუ 3 თითს ეკრანზე ერთდროულად შეახებთ და ერთმანეთს შეუერთებთ, არსებული ტექსტი დაკოპირდება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ 3 თითს ერთდროულად შეახებთ და გაშლით, დაკოპირებული ტექსტი განთავსდება. თუ 3 თითს უბრალოდ დაადებთ, მაშინ აპლიკაციაში გამოჩნდება შესაბამისი მენიუ.
რუტინული პროცესების ავტომატიზაცია
iOS 13-ში ბევრი კარგი რამ არის სწრაფი ბრძანებების აპლიკაციისათვის, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამ თემას ცალკე სტატია მივუძღვნათ.
ფოტოების და ვიდეოების რედაქტირება
აქამდე მომხმარებლების უმეტესობა იძულებული იყო რომ რამდენიმე აპლიკაცია ჰქონოდათ სმარტფონში, რადგან ვიდეო რედაქტირებისათვის iPhone-ის საკუთარი შესაძლებლობები დამაკმაყოფილებელი არ იყო.
მომხმარებლების უმეტესობა ყველაზე ხშირად ვიდეოს ამოტრიალების ფუნქციას ითხოვდა. ჯერჯერობით თუ ვიდეოს ამოტრიალება გვჭირდება, ვიყენებთ iMovie-ს აპლიკაციას.
iOS 13-ში უკვე აღარ მოგვიწევს სხვა აპლიკაციების გადმოწერა, ეს და კიდევ მრავალი სხვა სარედაქტირო ფუნქცია iPhone-ის Photos აპლიკაციაში იქნება.
ფაილებთან მუშაობა
Apple-მა საბოლოოდ გადაწყვიტა Files-ის აპლიკაციის დახვეწაზე, რადგან შევძლოთ მონაცემებთან ბოლომდე მუშაობა.
აპლიკაცია ახლა უკვე საშუალებას მოგვცემს დავაკოპიროთ, წავშალოთ და გადავიტანოთ ფაილები ისე რომ სხვა შესაბამისი აპლიკაციები აღარ დაგვჭირდება.
მალე უკვე შეძლებთ App Store-დან ჩამოტვირთული აპლიკაციების წაშლას და მხოლოდ Apple-ის Files-ის აპლიკაციაში მუშაობას.
სრულფასოვანი ბრაუზერი
iOS 13-ში Safari საგრძნობლად შეიცვალა, პირველ რიგში მას დაემატა ჩამოტვირთვის ფუნქცია. ახლა უკვე ნებისმიერი რამის ჩამოტვირთვას შეძლებთ.
გარდა ამისა ახალ Safari-ში შეძლებთ ატვირთოთ ნებისმიერი ტიპის ფაილი. ასევე დაიხვეწა კითხვის რეჟიმი და დაემატა რეკლამების გათიშვის ფუნქცია.
დროული წვდომა WiFi-სთან და Bluethooth-თან
iOS 13-ში უკვე თქვენ შეძლებთ დაუკავშირდეთ WiFi-ს და Bluetooth-ს Control Center-დან. შესბამისად, WiFi-ს და Bluetooth-ის გამოყენება iPhone-ის განბლოკვის გარეშეც მარტივი თითის ამოსმით იქნება შესაძლებელი.
iOS 13-ის განახლებაში უამრავი სიახლეა, ზოგიერთი მათგანი უმჯობესია ვიდეო მიმოხილვაში თავად ნახოთ: ვიდეო
iOS 13-ის განახლებას საქართველოს დროით 19 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ვიხილავთ.
ახალი iOS-ის მხარდაჭერა iPhone 6S და 6S Plus-დან ზევით ყველა მოდელს ექნება.