მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.
ეფლის სმარტფონის თითქმის ყველა მფლობელი აკეთებს, ან უნდა გააკეთოს შემდეგი: ჩართოს iCloud-ის ანგარიში ტელეფონში და ეკრანზე დააყენოს განბლოკვის კოდი.
ერთი მხრივ, ამის გარეშე ისედაც ვერ გააქტიურებ ტელეფონის ზოგიერთ შესაძლებლობას, მაგალითად პაროლების გაზიარებას მოწყობილობებს შორის, ხოლო მეორე მხრივ — სმარტფონი ქურდებისათვის სრულიად უსარგებლო ხდება და ლამაზი გაჯეტიდან გადაიქცევა ნაწილების გროვად, მეორად შავ ბაზარზე გასაყიდად. დიახ, აიფონი კარგად არის დაცული.
მაგრამ, ამ დროს ჩვენ გვავიწყდება ტელეფონის ერთი ნაწილი, კერძოდ სიმ-ბარათი, რომელიც დაცვის გარშე მოწყვლადი ხდება ბოროტქმოქმედებისათვის.
რითია საშიში სიმ-ბარათის დაკარგვა
წარმოიდგინეთ, რომ მიემგზავრებით სადმე დასასვენებლად, ან მივლინებაში საზღვარგარეთ. სმარტფონი მოგპარეს და მასში ჩარჩა სიმ-ბარათი, რომელზეც მიბმულია ბევრი აპლიკაცია, საბანკო ანაგრიშებზე ფულის გადარიცხვის კოდები, სოციალურ ქსელებსა და ელფოსტაში შესასვლელი ერთჯერადი ტოკენები და ა.შ.
წვრილფეხა ბაცაცები სიმ-ბარათს გადააგდებენ, კვალზე რომ არ დაადგეს პოლიცია, ხოლო უფრო გამოცდილები ეცდებიან მაქსიმალური ინფორმაცია გამოწურონ თქვენი ტელეფონიდან.
მაგალითად, დაუცველი სიმ-ბარათის საშუალებით შესაძლებელია ძვირადღირებული ზარების განხორციელება წინასწარ შექმნილ ფასიან ნომრებზე. ასევე, შესაძლებელია ტელეფონის ბალანსის გადატანა სხვა ნომერზე, ან ზოგიერთი სერვისის საფასურის გადახდა.
სმს, ან შემომავალი ზარი ხშირად გამოიყენება ავტორიზაციის მეორე ეტაპზე, რომელიმე სერვისში წვდომისათვის. პაროლის გამოცნობით, ან გატეხვით და დაუცველი სიმ-ბარათით ბოროტმოქმედებისათვის ყველა კარები ღიაა!
ბოროტმოქმედებს შეუძლიათ დაგიბლოკონ სოციალურ ქსელებზე წვდომა, შევიდნენ საბანკო ანგარიშზე, ან დაადასტურონ მსხვილი თანხის ჩამოწერა.
ამავდროულად, თქვენთვის იმის გარდა, რომ სასწრაფო წესით მოგიწევთ ყველა საბანკო ბარათის დაბლოკვა რაიმე მეთოდით, ასევე მოგიწევთ თქვენს ოპერატორტან დაკავშირება, რომ მათ დაბლოკონ სიმ-ბარათი.
აბა სცადეთ ამის გაკეთება მეორე ტელეფონის გარეშე, გზაში, ან საზღვარგარეთ.
როგორ ჩავრთოთ სიმ-ბარათის დაცვა
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემის მოგვარების ერთი მარტივი გზა არსებობს. საკმარისია წინასწარ პაროლი დაადოთ სიმ-ბარათს.
აი, რა არის ამისთვის საჭირო:
- გადადით: Settings > Cellular > SIM PIN
- გაააქტიურეთ გადამრთველი
- შეიტანეთ პინ-კოდი სიმ-ბარათისათვის. როგორც წესი, საწყისი პინ-კოდი სიმ-ბარათზე წერია
- გააქტიურების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს საწყისი კოდი თქვენთვის სასურველით
ფუნქციის გამორთვისათვის, ან კოდის შეცვლისათვის საჭირო იქნება მიმდინარე კოდის შეტანა.
ამიერიდან სმარტფონის ჩართვისას, ეკრანის განბლოკვის კოდის შეტანის გარდა, თქვენ მოგიწევთ სიმ-ბარათის პინ-კოდის შეტანაც. იგივე იქნება საჭირო, თუ ამოიღებთ სიმ-ბარათს ტელეფონიდან და ჩადებთ სხვა ტელეფონში.
ამ გზით ბარათი დაცული იქნება ბორტომოქმედებისაგან, ისინი ვერ შეძლებენ სმს-ის, ან ზარის მიღებას სხვადასხვა სერვისებიდან, ვერც ფასიან ზარს ვერ განახორციელებენ.
დასკვნა
ნუ გადადებთ ამ საქმეს და რაც შეიძლება სწრაფად ჩართეთ პინ-კოდი სიმ-ბარათზე.
თუ არ გახსოვთ ქარხნული პინ-კოდი,არ დაიზაროთ, მიდით ოპერატორის ოფისში და არადგინეთ ის.
მერწმუნეთ, ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში უფრო ძვირი დაგიჯდებათ.