Ming-Chi Kuo ირწმუნება რომ Apple აქტიურად მუშაობს Mini-LED დისფლეიზე, რომ ახალ iPad-ში და MacBook-ში გამოიყენონ.
ახალ ეკრანებზე დაახლოებით გამოყენებული იქნება 10,000 LED. შედარებისთვის, ახლა Pro Display XDR-ზე მხოლოდ 576-ია გამოყენებული.
თითოეული LED-ის ზომა 200 მიკრონზე ნაკლებია.
Mini-LED ტექნოლოგია ჩვენებას გახდის უფრო ნათელს და მკვეთრს, იგი უფრო ხარისხიანი და მდიდარი იქნება ვიდრე OLED-ი. გარდა ამისა, ეს მოწყობილობას კიდევ უფრო თხელს გახდის.
Kuo დარწმუნებულია რომ Mini-LED-ის წარმოებით, Apple ცდილობს რომ Samsung-ზე დამოკიდებულება შეამციროს. მხედველობაშია OLED ეკრანები.
ახალი ეკრანების სავარაუდო მწარმოებლები არიან: Epistar, Zhen Ding, Radiant Opto-Electronics, Nichia, Avary Holding და TSMT. [MacRumors]