რა განსხვავებაა iPhone XR-სა და iPhone 11-ს შორის — დეტალურად სტატიაში

რა განსხვავებაა iPhone XR-სა და iPhone 11-ს შორის — დეტალურად სტატიაში

როგორც იცით iPhone 11 პირდაპირი მნიშვნელობით წინა წლის iPhone XR-ის მემკვიდრეა. ეს ორი მოდელი ნამდვილად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, XR 2018 წლის სექტემბერში გამოვიდა, iPhone 11 კი ერთი წლის შემდეგ.

მოგეხსენებათ რომ iPhone Xs და Xs Max-ისგან განსხვავებით iPhone XR-იც და iPhone 11-იც ოფიციალურად გაყიდვაშია.

iPhone XR –– 64GB — 599$
iPhone 11 –– 64GB –– 699$


  • ახალ iPhone 11-ს უკეთესი პროცესორი აქვს, მას A13 Bionic და 4GB რამი აქვს. ხოლო iPhone XR A12 Bionic პროცესორი და 3GB რამი. კუპერტინოელების თქმით, მისი მუშაობა 15%-ით არის გაუმჯობესებული.
  • კამერების შედარებაზე საუბარიც ზედმეტია, iPhone 11-ს შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ რომ ფიზიკურად 2 კამერა აქვს, iPhone XR-ს კი ერთი. საგრძნობლად შეიცვალა ასევე სელფის კამერა, iPhone XR 7 მეგაპიქსელი –– iPhone 11 12 მეგაპიქსელი. გარდა იმისა რომ ფლეში გახდა უფრო ნათელი და ფოტოს გადაღების ხარისხმა საგრძნობლად მოიმატა, მას ასევე დაემატა ღამის გადაღების რეჟიმი. რომლის მიმოხილვას ფაქტებთან ერთად ცოტახანში ცალკე სტატიად შემოგთავაზებთ გემუგის გუნდი.
  • ორივე სმარტფონის ფიზიკური ზომები ერთია, ორივე სმარტფონი 6.1 ინჩია. 150.9 x 75.7 x 8.3 მმ, წონა 194 გ.
  • წყლისგან დაცვა — როგორც იცით iPhone XR-ს IP67 სტანდარტის ტექნოლოგია აქვს და მისი წყალში გაჩერება 1 მეტრის სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი. ხოლო ახალ iPhone 11-ს IP68 — შესაბამისად, მას 2 მეტრის სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში შეუძლია ყოფნა.
  • აკუმულატორი — iPhone 11 ამ შემთხვევაშიც უკეთესია, მისი ავტონომია iPhone XR-თან შედარებით დაახლოებით 1 საათით არის გაუმჯობესებული. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია იმ მხრივ თუ გავითვალისწინებთ რომ iPhone XR Apple-ის სმარტფონების ისტორიაში ყველაზე გამძლე სმარტფონია.

საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია 100 დოლარით მეტი გადავიხადოთ და მივიღოთ: გაუმჯობესებული პროცესორი, გაუმჯობესებული დაცვა წყლისგან და მტვერისგან, უკეთესი ბატარეა და გაუმჯობესებული წინა და უკანა კამერა ღამის რეჟიმით.

Leave a Comment