როგორც იცით iPhone X 2017 წლის სექტემბერში გამოვიდა. ის არ არის პირველი iPhone რომელმაც Apple-ის სმარტფონების წარმოების ხაზის კონცეფცია შეცვალა.
ამ სტატიაში ჩვენ შევადარებთ ახალ iPhone 11-ს — iPhone X-თან, რომელსაც, ასევე ორი კამერა აქვს. რატომ არის iPhone 11 – iPhone X-ზე უკეთესი?
- iPhone 11 არის 30%-ით უფრო სწრაფი და 50%-ით უფრო ავტონომიური, ვიდრე iPhone X. მას ასევე აქვს მეტი ოპერატიული მეხსიერება.
- iPhone X-ს აქვს 5.8 დიუმიანი 458 PPI OLED ეკრანი, iPhone 11-ს კი 6.1 დიუმიანი IPS ეკრანი 336 PPI-ზე. ეკრანის ტექნოლოგიით, iPhone X უკეთესია ვიდრე iPhone 11.
- iPhone 11 არის 7.3 მმ უფრო გრძელი iPhone X-ზე, 4.8 მმ უფრო ფართო, 0.5 მმ უფრო სქელი და 20 გრამით უფრო მძიმე. 11-ის შეძენისას მრავალფეროვანი არჩევანია, მას შავი და თეთრი ფერის გარდა აქვს წითელი, ყვითელი, მწვანე და იასამნისფერი ვერსიები.
- როგორც iPhone X-ს ასევე iPhone 11-ს ტელეობიექტივზე აქვს ზეფართო 120 გრადუსიანი ხედვის კუთხე. ასევე, ორივეს დამატებით სენსორს, დაბალი ფოტომგრძნობელობა აქვს ƒ / 2.4. თუმცა, iPhone 11-მა მიიღო ღამის რეჟიმის ახალი ფუნქცია, რისი დახმარებითად იგი ძალიან კარგი ხარისხის ფოტოებს იღებს, თუნდაც საშინელი განათებების პირობებშიც.
- სელფის კამერა iPhone X-ზე 7 მეგაპიქსელია, ხოლო iPhone 11-ზე 12.
- iPhone 11-ს აქვს ინტეგრირებული 64, 128 და 256GB –– ხოლო iPhone X-ს მხოლოდ 64 და 256GB.
- iPhone X-ს აქვს 6 ბირთვიანი A11 Bionic პროცესორი, მან Geekbench-ის ტესტში 920 ქულა აჩვენა. iPhone 11-ს ასევე 6 ბირთვიანი პროცესორი აქვს A13 Bionic-თან ერთად, რომელმაც Geekbench-ზე 1320 ქულა აიღო, 30%-ით უკეთესი. iPhone X-ს ოპერატიული მეხსიერება 3 აქვს, ხოლო iPhone 11-ს 4.
- iPhone X-ს აქვს 2716 mAh, ხოლო iPhone 11-ს 3110 mAh. Apple-ის განცხადების თანახმად, iPhone 11 ინტერნეტში ვიდეოს ყურების დროს ის 30%-ით უფრო მეტ ხანს იმუშავებს ვიდრე iPhone X. iPhone 11 სტანდარტული გამოყენების შემთხვევაში – პროცესორის ხარჯზე 50%-ით უფრო ავტონომიურია.
- iPhone 11-ში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ eSim-ის მხარდაჭერა და გქონდეთ მეორე სიმ-ბარათი.
საბოლოოდ, iPhone X-ში არის პრემიუმ ხარისხის მასალა გამოყენებული, უფრო მაღალი ხარისხის ეკრანი და თხელი ჩარჩოები.
ხოლო iPhone 11 უკეთესია: სიჩქარეში, ბატარეაში და ძირითად და წინა კამერებში.