ანალიტიკურმა კომპანიამ Kantar-მა გამოაქვეყნა iPhone 11-სა და iPhone 11 Pro-ს გაყიდვების პირველი მონაცემები.
კანტარის მონაცემები მოიცავს მხოლოდ 2019 წლის მესამე კვარტალს და მხოლოდ ახალი iPhone-ების გაყიდვების პირველ კვირას. მათი მონაცემები დაფუძნებულია iOS-ის პოპულარობიდან გამომდინარე.
iOS-ის წილი გაიზარდა გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. იაპონიას ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა: 29.6%-დან 39.9%-მდე.
iOS-ის პოპულარობა შემცირდა აშშ-სა და ჩინეთში, ეს არის Apple-ის ორი მნიშვნელოვანი ბაზარი.
ანალიტიკოსები განმარტავენ რომ ჩინეთში გაყიდვების შემცირება დაკავშირებულია შტატებთან სავაჭრო ომის შედეგად, რამაც ადგილობრივ კომპანიებზე მოთხოვნა გაზარდა. ამან დადებითად იმოქმედა ჩინურ ბრენდებზე, მაგალითად: 2019 წლის მესამე კვარტალში Huawei-სა და Honor-ის წილმა მთლიან გაყიდვებში 46.8% შეადგინა.
ახალ iPhone-ებზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე გასული წლის iPhone XR-ზე და XS-ზე იყო ერთობლივად. iPhone 11-სა და 11 Pro-ს წილმა მთლიან გაყიდვებში 7.4% შეადგინა.
ყველაზე გაყიდვადი ჯერჯერობით iPhone 11-ია, მაგრამ მიუხედავად მაღალი ფასისა ძალიანაც არ ჩამორჩებიან 11 Pro და 11 Pro Max-ი. [9to5Mac]