როდესაც Apple-მა უარი თქვა ოქტომბრის ღონისძიების გამართვაზე, ყველას გაგვიკვირდა, რადგან ახალ პროდუქციას ველოდით. მათ შორის AirPods Pro-ს რომელიც უკვე გამოვიდა. როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, კომპანიამ ღონისძიება მაინც გამართა, სადაც მხოლოდ ინვესტორები და მაღალი რანგის წარმომადგენლები იყვნენ, რადგან Apple-ს ჯერ არ სურს რომ ახალი პროდუქტები ხალხს წარუდგინოს.
მონაცემების მიხედვით, Apple-მა ოქტომბრის ღონისძიება უკვე გამართა, რომელიც სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართა. როგორც იწერება, მათ ისაუბრეს Apple-ის სამომავლო გეგმებსა და ახალი პროდუქტების გამოშვებაზე, მათ შორის AR სათვალეებზეც.
როდის გამოვა Apple-ის ჭკვიანი სათვალე
The Information-ის ცნობით, პირველი ახალი პროდუქტი რომელსაც Apple გამოუშვებს – AR სათვალე იქნება. ის ფაქტი დადასტურებულია, რომ ეს სახელი ღონისძიებაზე გაისმა. ამასთანავე, მინგ-ჩი კუო რომელიც თითქმის არასდროს ცდება, ამბობს რომ AR სათვალე 2020 წელს გამოვა.
ჭორების თანახმად, Apple-მა ღონისძიებაზე განაცხადა რომ AR სათვალე მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი იქნება. ეს ნიშნავს, რომ კუპერტინოელები მას iPhone-ის სრულფასოვან ჩამნაცვლებელად მოიაზრებენ. [theinformation]