Apple საკმაოდ პროგნოზირაბადი კომპანიაა. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველანი დიდი ხანია შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ სექტემბერში კომპანია ახალ iPhone-ს უშვებს, მარტში ახალ iPad-ს, ხოლო ოქტომბერში ახალ MacBook Pro-სა და ახალ iPad Pro-ს.
მიუხედავად ამისა, კომპანიამ წელს პრინციპები შეცვალა. კუპერტინოელებმა ჯერ AirPods Pro წარმოადგინეს, რომელიც მეორე თაობის AirPods-ის შემდეგ 6 თვეში გამოვიდა, რაც Apple-სთვის საკმაოდ მოულოდნელია. ამასთან დაკავშირებით Apple-მა განმარტა რომ ეს ყურსასმენები მათი სპეციფიკაციებისა და ფასის განსხვავების გამო, ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევს.
ამას გარდა, ოქტომბრის ღონისძიებაზე ველოდით Macbook Pro-სა და ახალ iPad-ს, რომლებსაც ახლა უკვე შესაბამისად პრეს-რელიზის სახით ველით. ერთი პერიოდი გაჩნდა ვარაუდი, რომ ახალი 16 დუიმიანი MacBook Pro ამ წელს აღარ გამოვიდოდა, ხოლო გუშინ ცნობილმა გამოცემამ 9To5Mac-მა გამოაქვეყნა სტატია სადაც ვარაუდობს რომ ახალი MacBook-ი ამ კვირაში გამოვა.