ამერიკულმა ორგანიზაციამ Consumer Reports-მა გამოაქვეყნა მიმოხილვა, სადაც მან AirPods Pro თავის კონკურენტ ყურსასმენებს შეადარა.
მომხმარებლების დიდი ნაწილი ხშირად აკრიტიკებდნენ AirPods-ის ხმას. ახლა უკვე Pro ვერსიში, ხმა აშკარად გაუმჯობესებულია, თუმცა, Galaxy Buds-ი მაინც უკეთესია.
ექსპერტთა უმეტესობაში შთაბეჭდილება მოახდინა გამჭირვალობის რეჟიმმა.
AirPods Pro-ს აქვს გამჭირვალობის რეჟიმი, რომელიც მიკროფონების დახმარებით ახერხებს გარე ხმების შიგნით გადაცემას. Apple-ს არ გამოუგონია ეს ფუნქცია, თუმცა Pro-ზე ისე ყველაზე კარგად მუშაობს.
მიუხედავად ამისა, ამ ფაქტმა AirPods Pro პირველ ადგილზე ვერ გაიყვანა. Consumer Reports-ის განხილვის მიხედვით:
- Galaxy Buds 86 ქულა
- AirPods Pro 75 ქულა
- Amazon Echo Buds 65 ქულა
Consumer Reports-ის შეფასების მიუხედავად, Apple-ის მომხმარებლებისათვის AirPods Pro საუკეთესო არჩევანია. [9to5Mac]