Apple-მა დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა დოკუმენტი, რომელშიც საუბრობს 2019 წლის 13″ MacBook Pro-ს უეცარი გამორთვის შესახებ.
პრობლემის გადასაჭრელად კომპანია გირჩევთ, რომ თუ თქვენი კომპიუტერის ბატარეა 90 პროცენტზე ზევით არის, ჯერ ჩამოიყვანეთ ის 90%-ზე ქვევით, შემდეგ დახურეთ ყველა აპლიკაცია, გადაიყვანეთ ძილის რეჟიმში და დატოვეთ ასე 8 საათის განმავლობაში.
თუ ამის შემდეგ თქვენს MacBook-ს მაინც ექნება მოულოდნელი გათიშვა, სცადე MacOS-ის განახლება. თუ მაინც არ გამოსწორდა, მიმართეთ Apple-ის სერვის ცენტრს. [MacRumors]