კომპანია Counterpoint Research-მა დაადგინა თუ რა რაოდენობის თანხას იღებენ კომპანიები სმარტფონებით. რადგან პარასკევია, ასე გეტყვით: Apple გასულია…
Apple-ს სმარტფონების გაყიდვებიდან 66% ეკუთვნის, ეს იმაზე მეტია ვიდრე Samsung-ი, Huawei, Xiaomi, Oppo და Vivo-ს მოწყობილობები ერთად.
ამ სტატისტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ Apple-ი განსაკუთებით პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატების, იაპონიისა და ევროპის მაცხოვრებლებში, რომელთაც რეგულარულად შეუძლიათ შეიძინონ ძვირადღირებული სმარტფონი.
მეორე ადგილზე Samsung-ია, რომელმაც 17% შეადგინა. ეს Android მწარმოებლებს შორის ყველაზე მაღალია, თუმცა Apple-თან შედარებით ძალიან ცოტაა.
2019 წლის მესამე კვარტალში, ტელეფონის მწარმოებლებმა შემოსავლის სახით 12 მილიარდი დოლარი მიიღეს, ეს წინა წელთან შედარებით 11 პროცენტით უფრო ნაკლებია.
ექსპერტები შემოსავლების შემცირებას იმით ხსნიან, რომ ბევრმა კომპანიამ გააფართოვა დაბალბიუჯეტურ სმარტფონებზე არჩევანი, ხოლო ფლაგმანური სმარტფონების გაყიდვები დაეცა.
[Counterpoint Research]