მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.
LCD მონიტორი, რომელიც 5 ან 6 ათასი დოლარი ღირს, სადგამი ფეხი, რომელიც დამატებით ათასი დოლარი ღირს და არც კი შედის კომპლექტაციაში. ორივე უკვე გამოჩნდა გაყიდვაში. დამეთანხმებით ალბათ, რომ, უცნაურ ხუმრობად ჟღერს ეს ფასები და Apple საერთოდ გათავხედდა, მაგრამ არა. სინამდვილეში, ყველაფერი ისე სერიოზულად არის, რომ Apple საზოგადოების მხრიდან წამოსულ ნეგატივს საერთოდ არც კი განიხილავს და არ ითვალისწინებს. ყველაფერი მარტივია! ეს მონიტორი მართლაც რაღაც განსაკუთრებულია.
როგორც ყოველთვის და არა მხოლოდ საქართველოში, საზოგადოებას წაკითხულის და მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვს და აზროვნებს ბლოკებით, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, როდესაც გარემოზე ფიქრის დრო არ არსებობდა და სიცოცხლე გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე იყო დამოკიდებული. ჩვენ ვართ მათი შთამომავლები ვინც გადარჩა, ეს ყველას ახასიათებს — მხოლოდ ამას ყველა ვერ აცნობიერებს. ის ფაქტი, რომ Apple Pro XDR მონიტორი განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, რომლებსაც აქვთ საკმაოდ განსხვავებული მოთხოვნები, რომლებიც საშუალო ადამიანის სტანდარტებს სცილდება, არაერთხელ იქნა ნათქვამი Apple Pro XDR მონიტორის პრეზენტაციაზე. პრეზენტაციის დაწყებამდეც, პრეზენტაციის დროს და მის შემდეგაც. რამდენად შეესაბამება ეს მონიტორი პროფესიონალთა მოთხოვნებს, ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი. ზოგიერთ მათგანს გადაეცა გარკვეული რაოდენობის ეგზემპლარები. მათგან დეტალების დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ფრაზებისათვის „ნორმალურად მუშაობს, არსებობს გარკვეული პრობლემები — მაგრამ მათი მოგვარება სწრაფად მოხდება“, მათ სანქციები არ ემუქრებათ. თუმცა, ძალიან ცუდი მონიტორის შემთხვევაშიც კი სხვა რამეებს ძნელად თუ იტყოდნენ.
გარდა იმისა, რომ Pro XDR Display არის მორგებული იმ დახვეწილი და წინააღმდეგობრივი სურვილებისთვის, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი რამისთვის, როგორც მინიმუმ, მულტფილმების საყურებლად, ან რაიმე სისულელეების წასაკითხად (აი, როგორც ეს სტატიაა, მაგალითად). თუმცა, სასურველია მისი შედარება იმავე კლასის მონიტორებთან. ტექნიკური პარამეტრებითა და სპეციფიკაციებით, Pro XDR ყველაზე ახლოს დგას 31-დიუმიან TV Logic 4K Reference Master Monitor-თან, რომლის ღირებულება 32395 დოლარია. მაგრამ ამ დროს Pro XDR-ის გარჩევადობა უფრო მაღალია (4K-ს ნაცვლად 6K). სხვათა შორის, TV Logic 4K Reference Master Monitor არ არის ყველაზე ძვირადღირებული მოწყობილობა ამ კლასში, 25-დიუმიანი დისპლეი (5K გარჩევადობით) 43 ათას დოლარზე მეტი რომ ღირს, ასევე არსებობს და ფართოდ არის პოპულარული ვიწრო წრეებში. გავმეორდები — ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჯერ კიდევ ღიად არის დარჩენილი: არის ნამდვილად ისეთი კარგი, როგორც ამბობენ? ამას მალე გავარკვევთ.
რატომ გვჭირდება Pro XDR მონიტორი
დავიწყოთ მონიტორის დასახელებით. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც „Pro“ ბოლოსართზე ამახვილებენ ყურადღებას, რადგან მაგალითად უსადენო ყურსასმენი, ან iPhone არ შეესაბამება ჩვენს მოსაზრებას „პროფესიონალის“ მნიშვნელობის შესახებ. ჩვენს შემთხვევაში, პრო ბოლოსართთან დაკავშირებით პრეტენზია არ არსებობს. მაგრამ XDR, eXtended Dynamic Range, უამრავ კითხვას ბადებს. ეს არის თქვენი საკუთარი, Apple-ის სტანდარტი. როგორც, მაგალითად ჯადოქრობისა და მაგიის აკადემიის აკადემიკოსობას ამ აკადემიის გარეთ არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნება. უფრო მეტიც, XDR დაიბადა 2016 წელს, მას შემდეგ, რაც მალევე Ultra HD ალიანსმა ჩამოაყალიბა მოთხოვნები HDR (High Dynamic Range) LCD და OLED დისპლეებისთვის, და იმისათვის, რომ დაამატოთ ეს ასო კომბინაცია თქვენი პროდუქტის სახელზე, თქვენ სერტიფიცირება უნდა გაიაროთ ამ ალიანსში. არ ვარ დარწმუნებული, ფასიანია თუ არა ეს სერტიფიციარება — ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ზედმეტი თავის ტკივილი და ხარჯია. მომხმარებლების მოსაზრებით, Apple-მა მოიფიქრა XDR იმის გამო, რომ შიშობს, რომ მისი არაკომპეტენტურობა და ჩამორჩენილობა შეიძლება გამოჩნდეს სასერთიფიკატო პროცესში და ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისათვის. ალბათ ასეც იყო, ოღონდ XDR სტანდარტის მოთხოვნები LCD ეკრანებზე უფრო მკაცრია ვიდრე HDR ანალოგიური მოთხოვნები, ხოლო OLED დისპლეები XDR-ში არ არის რეგისტრირებული.
ფასებთან დაკავშირებით უკვე გავერკვიეთ. აღარ გვაქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით, ხომ? ეს მონიტორი ყველასთვის არ არის განკუთვნილი, ის უფრო იაფია, ვიდრე ამ კლასის სხვა მონიტორები (ყველაზე ძვირი Pro XDR 5.4-ჯერ უფრო იაფია), ხოლო სიკაშკაშის თვალსაზრისით (როგორც ნორმალური, ასევე პიკური) ის არ ჩამორჩება სხვა OLED-ეკრანებს, მაგრამ ის ფაქტი, დასადგამი ფეხი არ შედის მის კომპლექტაციაში და ღირს იმდენივე, რაც iPhone 11 Pro 64 მეხსიერებით — არანაირად არ ჯდება ლოგიკაში. მართალია, არსებობს ასევე ნაკრები, რომელიც კედელზე ან სხვა შესაფერისი ზედაპირზე მოგცემთ მონიტორის დამონტაჟების საშუალებას, 199 დოლარად. თუ კლიენტი აპირებს Pro XDR-ის კედელზე დამონტაჟებას, სჭირდება მას დასადგამი ფეხი დამატებით 999 დოლარად? კარგი კითხვაა. სხვათა შორის, იმავე კლასის და გაცილებით ძვირადღირებულ მონიტორების დასადაგმი ფეხი ასევე არ არის იაფი. Pro XDR-ის დასადგამი საინჟინრო შედევრია. მისი დახმარებით სივრცეში მონიტორის პოზიცია შეიძლება მორგებული იყოს ნებისმიერი სიზუსტით, რადგან მისი წონა საერთოდ არ იგრძნობა. ეს არის ძალიან გამძლე ზუსტი მექანიზმი, თავისთავად რთული და კიდევ უფრო რთულია მისი წარმოება და შეკეთება. მოითხოვს მკაცრი (უმკაცრეს, ვიტყოდი) ხარისხის კონტროლს, რადგან ძვირადღირებული ეკრანის ჩამოვარდნა სადგამიდან ამ სადგამის წუნის გამო, ვერ არის კარგი ამბავი.
გარდა ამისა, ეს არის ძალიან ჭკვიანი მონიტორი, პროგრამული უზრუნველყოფის მძლავრი ნაკრებით, მისი გამოყენების გასაადვილებლად. თითოეული ეკრანი, ინდივიდუალურად კონფიგურებულია რამდენიმე ტიპიური აპლიკაციისთვის, კონფიგურაციიდან კონფიგურაციაზე გადართვა უკიდურესად გამარტივებულია. გარდა ამისა, რომელიმე ამ პარამეტრიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი კონფიგურაცია, ნებისმიერი შემთხვევისთვის. მონიტორში დანერგილია უნიკალური საინჟინრო გადაწყვეტილებები. ეს არის ერთგვარი სატესტო სტენდი, იმის შესამუშავებლად, რაც ძალიან მოკლე დროში გამოყენებული იქნება ხელმისაწვდომ მონიტორებში.
რა არის LuxView Technology?
2014 წლის მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Apple-მა შეიძინა კომპანია LuxView Technology. LuxView Technology არის სტარტაპი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში შეძლო კლეინერ პერკინსის ვენჩურული ფონდის ყურადღების მიპყრობა, მისი ერთ-ერთი პარტნიორის ჯონ დოერის სახით. კლეინერ პერკინსმა დააგროვა 25 მილიონი დოლარი LuxView-სთვის 2012 წელს, 52 მილიონი აშშ დოლარი 2013 წელს. ეს არის იგივე ჯონ დოერი და იგივე კლეინერ პერკინსი, რომლებმაც iPhone SDK-ის პრეზენტაციის დროს გამოაცხადეს ფონდის გახსნის შესახებ (100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით) iPhone-ისთვის ღირსეული პროექტების დასაფინანსებლად. რამდენიმე თვის შემდეგ, ფონდის მოცულობა გაორმაგდა. ამ ფონდის დაფინანსების მიღწევა, რბილად რომ ვთქვათ, რთული იყო. მხოლოდ ის, ვინც ინვესტორებს დაარწმუნებს, რომ ისინი არამარტო დაიბრუნებენ ფულს, არამედ ღირსეულ მოგებასაც ნახავენ.
LuxView Technology დაკავებული იყო მიკრო-LED LCD-ის სფეროში კვლევებით და განვითარებით, მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას ამ სფეროში და მიიღო ორი ათეული პატენტი და მას ასევე ჰქონდა რამდენიმე იდეა, რომლის შესახებ Apple-მა შეიტყო (ინდუსტრიული ჯაშუშობა წარმატებულად განაგრძობს არსებობას). Apple-მა შეიძინა უფლებები კომპანიის ყველა პატენტზე, მის ყველა ინტელექტუალურ საკუთრებაზე და მთელი პერსონალი (დაახლოებით 300 ადამიანი) შეუერთდა Apple-ს. Apple-ის კომენტარი ჟურნალისტების კითხვებზე იყო სტანდარტული „დროდადრო, Apple იძენს მისთვის საინტერესო კომპანიებს სხვადასხვა მიზნებისათვის, რის შესახებაც კომპანია არ არის ვალდებული რიამე გათქვას“.
2014 წელს Apple-ის მიერ ამ სტარტაპის შეძენა ამ სფეროში დააკავშირეს Apple Watch-თან (მაშინ ამ პროექტს ასევე უწოდებდნენ iWatch-ს), მაგრამ Apple-ის გეგმები გაცილებით უფრო ამბიციური იყო. მის ინჟინრებს OLED ტექნოლოგია ფრიად არ მოსწონთ. კომპანიამ შეიმუშავა რაღაც ბევრად უკეთესი, საოცრად პერსპექტიული. და ეს პროცესი წარმოუდგენლად მძიმე აღმოჩნდა, რადგან ეს ყველაფერი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. პროექტში მონაწილე თანამშრომლების რაოდენობა უცნობია (სავარაუდოდ, დაახლოებით ათასი). მათთვის, შუშის სახლიდან არც ისე შორს, აშენდა საპილოტე ქარხანა. მონიტორები (Pro XDR და სხვები) იქმნება აშშ-ში. ტირაჟი მცირეა, რამდენიმე ათეული ათასი Mac Pro და Pro XDR, მეტი არა. თუ მოთხოვნა მეტი იქნება, კატასტროფა გარანტირებულია. მაგრამ სხვა პროდუქტების ტირაჟები, რომელთა ეკრანებზეც ამ პროექტის ფარგლებში მუშაობენ 2013 ან 2014 წლიდან, სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება. ათობით მილიონი. შეუძლებელი იქნება ასეთი წარმოება აშშ-ში 2020 წელსაც. ამასთან, მონიტორების წარმოებისას გარემოს დიდი ზიანი ადგება, წარმოების მცირე მაშტაბებისას, ზიანი უმნიშვნელოა, მისი აღმოფხვრა რთული არ არის.
ფაქტია — ეფლი ინდუსტრიაში მორიგ რევოლუციას ამზადებს. ამჯერად მონიტორების ინდუსტრიაში და დიდი ალბათობით წარმატება გარნატირებულია.