22 წლის ბრიტანეთის მაცხოვრებელი კრემ ალბეიაკ Apple-ისგან გამოსასყიდს ითხოვდა, რომელიც იმუქრებოდა რომ 319 iCloud-ს ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდიდა. ფულის ნაცვლად მან სასჯელი მიიღო.
2017 წლის მარტს ალბეიაკმა Apple-ს მიწერა წერილი, სადაც ეწერა რომ იგი ფლობდა 319 iCloud-ს და იმუქრებოდა რომ ისინი ინტერნეტში გაიყიდებოდა.
ალბეიაკმა Apple-ს შესთავაზა რომ ისინი 75 ათასად ეყიდათ. ორი დღის შემდეგ მან ატვირთა ვიდეო Youtube-ზე, სადაც ორი iCloud გამოაჩინა.
ამის შემდეგ Apple-მა ბრიტანეთის დანაშაულების ეროვნულ სააგენტოს მიმართა. 2017 წლის 28 მარტს ალბეიაკ საკუთარ სახლში დააკავეს.
გამომძიებლებმა Apple-ის ვარაუდები დაადასტურეს, დამნაშავეს არ ჰქონია iCloud-ებზე წვდომა, მათი უმეტესობა უკვე არააქტიური იყო.
ალბაიკი დამნაშავედ ცნეს, მას 6 თვიანი სახლის პატიმრობა და 300 საათიანი საზოგადოებრივი სამსახური მიუსაჯეს. [National Crime Agency]