მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.
ამ დრომდე, მეთერთმეტე ვერსია ითვლებოდა iOS-ის ყველაზე წარუმატებელ ვერსიად. Apple-ს ექვსჯერ მოუწია შეცდომების გამოსწორება, iOS 11-ს დაახლოებით ორი თვე დასჭირდა, სტაბილურობის მისაღწევად. iOS-ის მეცამეტე ვერსიამ „გააუმჯობესა“ ეს მაჩვენებელი და რეკორდული რვა განახლება გამოვიდა, სანამ საბოლოოდ დასტაბილურდებოდა. მაგრამ შესწორებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Apple აწარმოებს ექსპერიმენტებს ცოცხალ ადამიანებზე და საქმის კურსშიც კი არ აყენებს მათ. მაგრამ ეს ნაწილობრივ ხუმრობაა. რვა უცნაური განახლება-გასწორება არ არის iOS 13-ის ერთადერთი რეკორდი. iPhone-ისთვის საოპერაციო სისტემის სულ პირველი ვერსია იქმნებოდა რამდენიმე (სამიდან ხუთამდე) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც, წლიდან წლამდე, დაახლოებით 12 თვის ინტერვალით, უფრო და უფრო ახალი ვერსიები გამოდიოდა. შევეცადე მინიმუმ კიდევ ერთი პროგრამული პროდუქტი მომეძებნა, რომელიც iOS-ის მსგავსად იქმნებოდა და რომელიც იმავე ტემპით გამოდის. გასაკვირია არა ის, რაც მოხდა მე-11 და მე-13 ვერსიების გამოსვლისას და უფრო ნაკლებად მე-7, მე-8 და მე-10 ვერსიებთან მიმართებაში, გვაკვირვებს iOS 9 და iOS 12, ძალიან ღირსეული — ყველაფრისა მიუხედავად. იმის თქმა, რომ Apple-ს ამის გამო არაფერი გაუკეთებია, არასწორი იქნებოდა.
საიდან დაიწყო iOS-ის პრობლემები
2018 წლის დასაწყისში Apple Park-ში გაიმართა თათბირი, რომელიც ჩატარდა iOS 11-ის მომხიბლავი დებიუტის შემდეგ, კრეიგ ფედერიგიმ გამოაცხადა ცვლილებები iOS დეველოპინგის სფეროში, ტესტირების ორგანიზებაში და ახალი წესების დანერგვის შესახებაც ისაუბრა. 2018 წლის ცვლილებებზე არ ვისაუბრებ, ეს არ არის საჯარო დოკუმენტი. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ამ ცვლილებებმა ორჯერ გამაკვირვა. პირველ რიგში, 2018 წელს შემოთავაზებული იქნა შემუშავების, „შეცდომების“ გამოვლენის და ტესტირების ორგანიზება და ახალი ვერსიების შექმნის სხვა ელემენტები ისე, როგორც ეს იყო ათი წლის წინ. მეორეც, iOS 12, რომელიც შემუშავდა ძველი ახალი წესის შესაბამისად, საუკეთესო იყო ბოლო წლებში გამოქვეყნებული iOS-ის ვერსიებს შორის. 2009 წელს, iOS კოდის ზომა უახლოვდებოდა ათ მილიონ სტრიქონს. ათი წლის განმავლობაში ის გაიზარდა, ახლა ის ათეულობით მილიონი სტრიქონია. თუ ნორმალურ პრაქტიკაზე დაბრუნებამ ასეთი შედეგი გამოიღო, ბოლო წლებში რაღაც ისე კარგად ვერ მუშაობდნენ?
დეველოპერები (iOS დეველოპერების ჩათვლით), რომლებმაც დატოვეს Apple ბოლო წლების განმავლობაში, ყველაფერში ადანაშაულებენ მენეჯერებს, რომლებიც არ არიან პროგრამისტები, ან ტესტერები, ისინი მხოლოდ ზრუნავენ ვადების დაცვაზე და ამაში იღებენ პრემიებს. სინამდვილეში, მენეჯერებმა მხოლოდ ეს უნდა გააკეთონ. ეს წერია მათი სამუშაოს აღწერილობებში. ის, რასაც ისინი აკეთებენ, ყველას არ მოსწონს, ყველა მათგანი ვერ ახერხებს ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ მენეჯერების გარეშე, არცერთ სერიოზულ პროგრამულ პროდუქტს არ ექნება მცირედი შანსი, რომ გამოქვეყნდეს მისთვის დანიშნულ დროს. ვადები დასახულია სტრატეგიული მიზეზების გამო, ისინი ითვალისწინებენ ბაზრის მდგომარეობას და კონკურენტების გეგმებს. და ყველაფერი, რაც ითქვა 2018 წელს, მიმართული იყო მენეჯერებისადმი. რატომღაც, სიჩქარის გამო, თუ იმიტომ რომ ზედმეტად არ გაენერვიულებინათ თანამშრომლები, მათ უგულებელყვეს ზოგიერთი წესი. ეს არის ჩემი ვარაუდი, მაგრამ ეს წესები კვლავ უნდა ამოქმედდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ხდებოდა ამ წესების დარღვევა, მხოლოდ ისეთ სიტუაციებში, როდესაც მათ უბრალოდ არ ჰქონდათ საკმარისი დრო — პრაქტიკაში, ალბათ, ნებისმიერი პროგრამული პროდუქტის შექმნისას ხდება მსგავსი რამ. და უმეტეს შემთხვევაში, ექსცესების გარეშე სრულდება ეს ფაქტი. მაგრამ iOS არის ძალიან დიდი და რთული პროდუქტი, რომელიც შედგება ასობით პროექტისგან, რომელიც უკვე ცამეტი წელია, პაუზების გარეშე, ინტენსიურად, მკაცრად, გრაფიკით ვითარდება და ყოველწლიურად მისი კონტროლი სულ უფრო რთული ხდება.
iOS 13-ის ძირითადი პრობლემები
2018 წელს მენეჯერებმაც და დეველოპერებმაც მოინდომეს. ყველა წესი და „სულელური აკრძალვები“ ზედმიწევნით იქნა დაცული, პროექტები დროულად იქნა კოორდინირებული და iOS 12 გასაოცრად სუფთა და კარგი გამოვიდა. პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ გასაკვირად ცოტა იყო, და, როგორც ჩანს, აღფრთოვანებულმა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა წესების მკაცრი დაცვა და შემდეგ ვერსიაში პრობლემებმა ისევ წამოყვეს თავი, როგორც ყოველთვის. კონსტრუქცია ჩამოიშალა.
iOS 14 და iPadOS 14-ის შექმნას ყურადღებით აკონტროლებს კრეიგ ფედერიგი და მისი ხელქვეითები, ხოლო კრეიგს აშკარად მკაცრად აკონტროლებს ტიმ კუკი. iOS/iPadOS 14-ისთვის უამრავი გეგმა არსებობს, ზოგი მათგანი ამბიციური და გრანდიოზულია, მაგრამ იმის გამო, რომ რაღაც ძალიან არასწორედ ხდება, ეს ყველაფერი კეთდება მტკივნეულად და ნერვების უდიდესი დაძაბვით. გვერდითი მოვლენა — ამ რიტმს ყველა ვერ გაუძლებს. ძველების ადგილზე ახალი ენთუზიასტები მოდიან, ზოგი მათგანი მზად არის გაუმკლავდეს დისკომფორტს, ზოგიც — არა (Apple-ში საკადრო სამსახური მსოფლიოში მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა), მაგრამ ნუთუ მე ერთადერთი ვარ, ვისაც აქვს იმის განცდა, რომ სიტუაცია უფრო და უფრო ემსგავსება აქტიური ვულკანის ძირში ცათამბჯენების კომპლექსის აშენებას, ნებისმიერ დროს ლავამ რომ შეიძლება დააზიანოს? და პროექტის Azul (iOS 14, შესაძლოა iPadOS 14-ის დასახელება) გარდა, უკვე ჩამოყალიბებულია ტექნიკური ამოცანა Azul + 1– ისთვის (iOS 15), ორივე ეს ვერსია ძალიან მნიშვნელოვანია Apple-ის მომავლისთვის.
როგორ გადავწყვიტოთ iOS 13 პრობლემები
„არაფერი არ გავაკეთოთ“ ვარიანტი უკვე შეუძლებელია. iOS და iPadOS Apple-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა, მიუხედავად მათი ყველა პრობლემებისა, რომლებიც აღმოიფხვრება ხოლმე ორ-სამ თვეში, ეს საუკეთესო მობილური საოპერაციო სისტემაა მსოფლიოში. და ამ სისტემების ხარისხი ახლა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ყველა ძალისხმევით, ალბათ Apple შეძლებს გამოუშვას ერთი, ან ორი შესანიშნავი ვერსია. რაც არ უნდა ძნელი იყოს მათთვის, Apple-ს ყველა დეველოპერი, ტესტერი და მენეჯერი არ დატოვებს, რადგან მსოფლიოში Apple-ის ფანატიზმის ყველაზე დიდი კონცენტრაცია მათ შორისაა. მაგრამ შეუძლებელია მკაცრად (თუნდაც სასტიკად) გააკონტროლო პროცესი, რომელიც წლიდან წლამდე უკონტროლო ხდება და დაძაბულობა მხოლოდ გაიზრდება. iOS და iPadOS-ის ახალი ვერსიები უფრო და უფრო გართულდება.
„კეთილმოსურნენი“ გვთავაზობენ სიტუაციის შემსუბუქების ორ ვარიანტს. პირველი: დროდადრო რომელიმე ვერსიის გამოშვების გამოტოვება. წინასწარ გამოცხადდეს, რომ, მაგალითად, iOS 15-ის შემდეგ, შემდეგი ვერსია აღარ გამოვა შემდეგ წელს, მაგრამ გამოვა ორი წლის მერე. ვშიშობ, რომ ეს არ არის საუკეთესო შესაძლო გამოსავალი, რომლისგან ზიანი შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული, თუნდაც საბედისწერო. მეორე ვარიანტი არის Intel Corporation-ის სტრატეგია „წკაპ-წკუპ“. ახალი ფუნქციებით გაჯერებულ ვერსიებს უნდა ენაცვლებოდნენ ვერსიები, რომელთა ძირითადი ამოცანაა ოპტიმიზაცია, გაწმენდა და ძველი პრობლემების განკურნება. შეიძლება საერთოდ არ შეიცავდნენ რაიმე ახალ ფუნქციებს, ან ძალიან ცოტას (საჭიროების შემთხვევაში). მეორე ვარიანტი იმუშავებს, რადგან ყველა macOS ახალი ფუნქციების გარეშე ძალიან წარმატებული იყო და კარგად დაამახსოვრდა მომხმარებელს. iOS ახლა ბევრად რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე macOS 10.5 2007 წელს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს Apple, ჯერჯერობით უცნობია. დაველოდოთ და ვნახოთ. ჯერჯერობით, კუპერტინოში გაიმართა კიდევ ერთი „შეხვედრა პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე“, გპირდებიან, რომ შემოიღებენ ახალი ტექნოლოგიების შექმნას — სავარაუდოდ, iOS 14-ისა და iOS 15-ის გასწორება ცოცხალ ადამიანებზე არ მოხდება.
შემდეგ კი ისინი შემდეგ შეხვედრას გამართავენ — ალბათ, ეს ასევე მეთოდია.