კუპერტინოელები ძლიერი Mac-ის გამოშვებით გეიმერებისთვის, eSports-ის ბაზარზე შესვლას გეგმავენ. ამის შესახებ ტაივანური წყარო იტყობინება. დიზაინის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
მაკის სავარაუდო ფასი 5000$ იქნება. მისი პრეზენტაცია შესაძლოა 2020 წლის WWDC-ის ღონისძიებაზე მოხდეს, რომელიც ივნისში გაიმართება.
ეს არ არის Apple-ის პირველი მცდელობა, მათ პირველი ნაბიჯი Apple Arcade-ით გადადგეს, სადაც 100-ზე მეტი ექსკლუზიური მობილური თამაშია.
ESports-ზე გადასვლამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააფართოვოს Mac-ის მაშტაბები. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, თუ Apple დეველოპერებთან შეთანხმდება რომ თამაშების ადაპტირება MacOS-ზე მოხდეს. [Patently Apple]