Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა რომ ახალი ფერის შექმნა Seiko Advance-ის დამსახურებაა, ეს არის კომპანია რომელიც კუპერტინოელებს 2011 წლიდან ამარაგებს საღებავით.
Seiko Advance-მა მოახერხა გაჯერებული და გამძლე მწვანე ფერის შექმნა ტოქსიკური ჰალოგენების გამოყენების გარეშე. სწორედ ამან მიიპყრო ტიმის ყურადღება, რადგან იგი განსაკუთრებულად აღშფოთებით უყურებს დედამიწის რესურსის შემცირების საკითხს.