კომპანია Aura-მ წარმოგვიდგინა ჭკვიანი სამაჯური Apple Watch-ებისთვის. მას თქვენს ორგანიზმში კუნთის, ცხიმისა და წყლის პროცენტულობის გაზომვა შეუძლია.
ამის დასადგენად სამაჯური ადამიანის სხეულში მსუბუქ ელექტრულ დენს გადასცემს. არსებული წინააღმდეგობის საფუძველზე, იგი იღებს ინფორმაციას სხეულის მდგომარეობის შესახებ.
აურა სამაჯური თავსებადია Apple Watch 1-იდან ზევით ყველა საათზე. მისი ოფიციალური გაყიდვები მარტში იწყება, წინასწარ შეკვეთა კი ახლავე შეგიძლიათ.