FBI-მ კუპერტინოელებს ორ iPhone-ზე ბლოკის მოხსნა სთხოვა, რომელი მუჰამედ საიდ ალ შამრანს ეკუთვნოდა.
დეკემბრის თვეში მან 3 ადამინი მოკლა, ასევე დაშავდა 8 ადამიანი. შემთხვევა ფლორიდის საზღვაო ბაზაზე მოხდა.
FBI-ს წერილში წერია რომ ორივე iPhone-ს პაროლი ადევს, მათგან ერთ-ერთი დაზიანებულია გასროლით. გამომძიებლება უკვე მიიღეს თანხმობა სასამართლოსგან სმარტფონებიდან ინფორმაციის ამოღების შესახებ.
Apple-მა განაცხადა რომ ის აქტიურად თანამშრომლობს FBI-სთან, თუმცა კომპანიას არაფერი უთქვამს iPhone-ების განმბლოკვასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის დიდი პატივია სამართალდამცავებთან თანამშრომლობა, რათა დავეხმაროთ გამოძიებაში. ჩვენ ვაძლევთ მათ ყველა მონაცემს, რისი მიცემაც შეგვიძლია“
Apple
FBI სანამ Apple-ს დაუკავშირდებოდა, საკუთარი ძალებით სცადეს მისი განბლოკვა. მათ დახმარები ითხოვეს სხვა ქვეყნებში მოღვაწე კოლეგებისა და ექსპერტებისაგან. [NBC News]
ასევე იხილეთ: Apple დაეხმარება FBI-ის iPhone-ის განბლოკვაში