აპლიკაციები საკმაოდ სპეციფიკური რამეა და ძალიან მარტივად გროვდება თქვენს iPhone-ში. აქედან გამომდინარე, გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები რაღაც რაოდენობის აპლიკაციებს საკუთარ ბიბლიოთეკაში აგროვებენ, რომელიც საკმაოდ ნელა განახლდება ხოლმე. პირადად მე ვერც კი ვიხსენებ ბოლოს როდის ჩამოვტვირთე ახალი აპლიკაცია, რადგან დიდი ხანია საჭირო აპლიკაციების ნაკრები შევადგინე.
ამ ლოგიკით, შეიძლება იმის ვარაუდიც რომ გრძელვადიან პერიოდში App Store ისეთივე წარმატებული აღარ იქნება როგორც აქამდე. თუმცა ყველაფერი სრულიად განსხვავებულად აღმოჩნდა.
Apple-ის განცხადებით, ახალ წელს App Store-მა ახალი რეკორდი დაამყარა, აპლიკაციების მაღაზიამ მხოლოდ ერთ დღეში 386 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს შედეგი 20%-ით მეტია ვიდრე წინა წლის შედეგი. ამას გარდა, წარმატებული მხოლოდ ერთი დღე არ ყოფილა, არამედ მთელი საახალწლო პერიოდი. რომელმაც Apple-ს 1.42 მილიარდი დოლარი მოუტანა. გამოდის რომ მომხმარებლები არა მხოლოდ არ კარგავენ ინტერესს ახალი აპლიკაციების მიმართ, არამედ პირიქით, მუდმივად იწერენ რაღაც ახალს.