ინოვაცია სიფრთხილეს ხელს არ უშლის. Apple ამ თეორიას ამტკიცებს და ახერხებს ორივე თვისების ერთდროულად გაერთიანებას. ერთი მხრივ, კუპერტინომ ყოველთვის იცოდა, თუ როგორ უნდა განეცვიფრებინა მომხმარებლები თავისი პროდუქციით, რაც სხვებისთვის მიუწვდომელი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი ეუფლებოდნენ ახალ ტექნოლოგიებს განზრახ ნელა, ისე დეტალურად ამუშავებდნენ ყველაფერს, რომ რჩებოიდა შთაბეჭდილება, რომ კომპანიამ მთლიანად დათმო პოზიციები. ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ფიქრობენ კომპანიაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის არ ჩქარობს 5G ტექნოლოგიის ათვისებას — მომხმარებლების უმრავლესობა, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, მზად არიან მოითმინონ, — არამედ ნამდვილად ახალი პროდუქტების დიდხანს არარსებობის გამო. არ ფიქრობთ ასე?
არც ისე დიდი ხანია, რაც Apple გახდა ძალიან ფრთხილი, დაავიწყდა, რომ მისი მილიონობით გულშემატკივარი მისგან რაღაც ახალს ელოდება. AirPods, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი პროდუქტია, მაგრამ იამაყო ყურსასმენებით კომპანიისათვის, რომელიც სპეციალიზირებულია უფრო შთამბეჭდავი ტექნიკის გამ`შვებაზე, დიდი ხნით ვერ გაქაჩავს. ახლა კუპერტინოში აწარმოებენ არსებული პროდუქტების ხაზებს და გვიმტკიცებენ, რომ ასეც უნდა იყოს, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის, რადგან მომხმარებელი მოუთმენლად ელოდება და ელოდება.
და ბოლოს, მოდით, გულწრფელი ვიყოთ ერთმანეთთან, iPhone, იმისდა მიუხედავად, რომ ის რეგულარულად განახლდება, როგორღაც ამოიწურა, MacBook Pro 16”-სა და Mac Pro-ს ძნელად შეიძლება ეწოდოს მართლაც ახალი პროდუქტი, რადგან Apple უბრალოდ ასწორებს შეცდომებს და დააბრუნა ყველაფერი, რაც ადრე გადაყარა. და iPad დღეს არის ძალიან ძვირი ან ძალიან მარტივი, რომ მის საყიდლად უზარმაზარი რიგები დადგეს.
რა უნდა გამოუშვას Apple-მა 2020 წელს
იმის საჩვენებლად, რომ Apple-ს შეუძლია არა მხოლოდ წარსული დიდებით ტკბობა, არამედ იმოქმედოს, მან უნდა შექმნას ისეთი რამ, რაც არ ჰქონდა. რა უნდა იყოს, არ ვიცი. ვფიქრობ, HomePod ხაზის განახლებაც აქ ჯდება. ყოველივე ამის შემდეგ, კომპანიის ჭკვიანი სპიკერის ამჟამინდელი და ერთადერთი მოდელი გამოვიდა ორი წლის წინ, მაგრამ ის საკმაოდ ძვირია. ამ დროის განმავლობაში კონკურენტებმა გააფართოვეს ასორტიმენტი დიდი რაოდენობით ხელმისაწვდომი სმარტ დინამიკებით, რომლის ღირებულებაც 50-100 დოლარია. დიახ, ხმა არ არის ისეთი მაგარი, როგორც HomePod-ში, მაგრამ მათგან არ არის საჭირო, რადგან მათი მთავარი მიზანი შუამავლობაა ჭკვიანი სახლის მართვაში.
ზოგადად, სავსებით მიზანშეწონილი იქნებოდა Smart Home სერიისგან რაღაც ახლის მიღება. მართლაც, ახლა Apple, Google-სა და Amazon-თან ერთად, მუშაობს უნივერსალური ჭკვიანი სახლის პლატფორმაზე. რასაკვირველია, Apple აშკარად არ აპირებს Xiaomi-ს გზით წასვლას, სმარტ ნათურებით, 10 დოლარად. მის სულისკვეთებაშია, გააკეთოს რაღაც გლობალური, რაღაც მნიშვნელოვანი, თუ მას არ სურს HomePod-ის საბიუჯეტო ვერსიის გამოშვება. ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ჭკვიანი როუტერი. დიახ, Apple-ს ადრე ჰქონდა ასორტიმენტში როუტერები, რომლებზეც მან უარი თქვა. არაფერი უშლის ხელს მას კვლავ დაუბრუნდეს პროდუქციას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა სტაბილური და უსაფრთხო კავშირი იმისთვის, რომ სახლში ჭკვიანი გაჯეტები მუშაობდეს.
Apple როუტერი
ალბათ ეს არის ყველაზე ლოგიკური და სწორი ვარიანტი. რა თქმა უნდა, არ ღირს AirPort-ის გაყიდვაში დაბრუნება, რადგან ეს უკვე განვლილი ეტაპია. ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს მომავალი თაობის როუტერის შექმნა — მაღალსიჩქარიანი, 2 ტბაიტი გამტარიანობით, რათა რეალურად მოიტანოს 5G სიჩქარე სახლის პირობებში. კომპანიას უკვე აქვს შესაბამისი ტექნოლოგიები, რაც დასტურდება მრავალრიცხოვანი პატენტებით, შემდეგ კი, Wi-F-ის გამოყენება 6 GHz-ზე. რატომ არ არის ეს ინოვაცია?