როდესაც Apple-მა Face ID პირველად დანერგა, მას სმარტფონების ისტორიაში ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო საიდენთიფიკაციო საშუალება უწოდა. ახალმა სახის ამოცნობის ტექნოლოგიამ, ბევრად გააუმჯობესა Touch ID-ის მეთოდი და შეამცირა მცდარი მცდელობების რაოდენობა. მომხმარებლების უმრავლესობამ ნამდვილად დააფასა სიახლე და ახლა მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. ახლა კი, ყველაფერს ჩინური კორონა ვირუსი ანადგურებს.
ეს Face ID-ის მინუსია, რომელიც ერთი შეხედვით შეგვიძლია უპირატესობად ჩავთვალოთ. იგი ითხოვს რომ სახის ამოცნობის დროს სახის ქვედა ნაწილი დაფარული არ იყოს. სინამდვილეში ამაში არაფერია გასაკვირი, სახის ამოცნობის ტექნოლოგიას სურს რომ დარწმუნდეს ნამდვილად პატრონის არის თუ არა სმარტფონი. ფაქტია, რომ კორონა ვირუსის გამოჩენის შემდეგ, ჩინეთში და ჩინეთს გარეთაც ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო პირბადის გამოყენება, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს რომ ეს პერიოდი მათ პაროლის შეყვანაში უნდა გაატარონ.