GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რამდენად შესაფერისი კამერა აქვს iPhone 11-ს? საუკეთესო წინა კამერების ათეული

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
31/01/2020
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
788
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ აქვს ბევრს DxOMark-ის მახასიათებლებთან დაკავშირებით კითხვები, დღეისთვის ამ ექსპერტების აზრი ყველაზე ავტორიტეტულად რჩება. მათ 2 წლის წინ iPhone XS-სა და iPhone XS Max-ის კამერების ტესტირება ჩაატარეს, როგორც ჩანს ისინი მხოლოდ ძირითადი კამერების ტესტირებით არ შემოიფარგლნენ და ახლა საუკეთესი წინა კამერები დაგვისახელეს. ამავე დროს მათ განაცხადეს რომ iPhone 11-სა და iPhone XS-ს სრულიად განსხვავებული წინა კამერები აქვთ.

iPhone 11 რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კამერიან სმარტფონად, თუმცა წინა კამერა არც ისე კარგია

DXOMark-მა შეამოწმა iPhone 11 Pro Max, მაგრამ რადგან iPhone 11 Pro Max, iPhone 11 Pro და iPhone 11 ერთი და იგივე წინა კამერას იყენებენ, შედეგები თეორიულად შეიძლება ორივე სმარტფონზე გამოვიყენოთ.

რა კამერაა დამონტაჟებული iPhone 11-ში?

ექსპერტების მოსაზრებით, iPhone 11-ში ერთ-ერთი მთავარი გაუმჯობესება ფართო კუთხის წინა კამერაა, მისი დახმარებით შეგიძლიათ ბევრად მეტი ობიექტის მოხვედრა კადრში. ასევე უზრუნველყოფს ფოკუსსა და ფორმირებას.

DXOMark ასევე აღნიშნავს რომ iPhone 11-ის HDR-ით გადაღება ნათელ პირობებში უფრო კარგ ფოტოს იძლევა. iPhone XS-თან შედარებით iPhone 11 გთავაზობთ გაუმჯობესებულ ფერებსა და ფოკუსს. ექსპერტების აზრით, iPhone 11-ის წინა კამერით გადაღებული ვიდეოც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ვიდეოს ექსპოზიცია და ტექსტურა iPhone XS-თან შედარებით ბევრად უკეთესი გახდა.

ამ ყველა გაუმჯობესებების მიუხედავად, iPhone 11-ის სელფის კამერა კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. პრობლემები თავს დაბალი შუქის პირობებში იჩენს, როგორც ფოტოში, ასევე ვიდეოში. DXOMark-მა ეს პრობლემები ფოტოების დახმარებით წარმოგვიდგინა:


iPhone 11 Pro (და თეორიულად iPhone 11), DXOMark-ის ტესტში მე-10 ადგილზეა. შედარებისთვის iPhone XS იკავებს მე-15 ადგილს.

სელფები iPhone 11 Pro Max- ზე, Asus Zenfone 6 და Samsung Galaxy S10 +- ზე

სმარტფონები საუკეთესო სელფის კამერით DXOMark-ის მიხედვით

  1. Huawei nova 6 5G – 100 ქულა
  2. Samsung Galaxy Note 10+ 5G – 99 ქულა
  3. ASUS ZenFone 6 – 98 ქულა
  4. Samsung Galaxy S10 5G – 97 ქულა
  5. Samsung Galaxy S10 + – 96 ქულა
  6. Huawei Mate 30 Pro – 93 ქულა
  7. Google Pixel 3 – 92 ქულა
  8. Google Pixel 4 – 92 ქულა
  9. Samsung Galaxy Note 9 – 92 ქულა
  10. iPhone 11 Pro Max – 91 ქულა

DxOMark-ს ბოლო პერიოდში ხშირად მიკერძოებული ტესტების ჩატარებაში დებენ ბრალს. ერთხელ ცნობილმა Instagram-ერმა ფოტოგრამა CORY STAUDACHER-მა დაწერა:

სმარტფონების კამერების შედარებისთვის, არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი და იგივე ჩარჩოების გადაღება და მათი სინთეზური ტესტების ჩატარება. სხვადასხვა პირობებში, ერთი და იგივე iPhone სხვადასხვაგვარად იქცევა. ფოტომასალის შემოწმება რამდენიმე თვის განმავლობაშია აუცილებელი.

CORY STAUDACHER

აქედან გამომდინარე, ბრმად შეფასებებზე დაყრდნობით არ ღირს დასკვნის გამოტანა — ვერავინ გადაწყვეტს თქვენზე უკეთ, თუ რომელია თქვენთვის საუკეთესო სმარტფონი სელფის გადასაღებად.

Tags: AppleiPhone
Previous Post

ტრანსგენდერთა სიმბოლო, მატრიოშკა, გარმონი და სხვა 114 Emoji რომელიც წელს გამოჩნდება

Next Post

კორონა ვირუსი iPhone-ის მომხმარებლებს განსაკუთრებულად გვაზარალებს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
79
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
161
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
411
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
460
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
149
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post

კორონა ვირუსი iPhone-ის მომხმარებლებს განსაკუთრებულად გვაზარალებს

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG