GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Apple-ი კალიფორნიის ინსტიტუტს პატენტის დარღვევის გამო 1 მილიარდამდე გადაუხდის

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
04/02/2020
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
341
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენი საყვარელი კომპანია ერთდროულად უამრავ საპატენტო სამართალწარმოებაში მონაწილეობს, თუმცა როგორც წესი, ესენი ხშირად ე.წ „ტროლებია“. რომელთაც უბრალოდ მცდელობა აქვთ რომ რამდენიმე მილიონი იშოვონ. Apple-ისა და Samsung-ის სასამართლო საქმეებმა ერთ დროს ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, ხოლო მცირე ზომის კომპანიებთან საპატენტო ომები არავისთვის იყო საინტერესო. აქამდე მცირე ზომის კატეგორიაში შედიოდა Caltech-ის საქმეც.

სასამართლოს გადაწყვეტილებით Apple და Broadcom ვალდებულნი არიან რომ კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (Caltech-ს) საპატენტო უფლებების დარღვევის გამო 1.1 მილიარდი დოლარი გადაუხადონ.

სასამართლო Apple-ის წინააღმდეგ

ინსტიტუტმა ჯერ კიდევ 2016 წელს შეიტანა სარჩელი, რომ ორმა გიგანტმა კომპანიამ Apple-მა და Broadcom-მა დაარღვიეს 2006 წელს გამოშვებული საპატენტო სერია. ეს სერია ეკუთვნის ტექნოლოგიებს, რომელიც იყენებს კოდირებისა და დეკოდირების უფრო მარტივ სქემას მონაცემდა გადაცემის სიჩქარის გასაზრდელად. ისინი ასევე ზრდიან პროდუქტიულობას Wi-Fi სტანდარტებში გამოყენებული მახასიათებლების წყალობით 802.11n და 802.11ac, რომლის მხარდაჭერაც Apple-ის მრავალ პროდუქტს აქვს.


Caltech ირწმუნებოდა რომ Apple-მა პატენტი რამდენიმე მოწყობილობით დაარღვია: iPhone, iPad, iPod touch, Mac, Apple TV, AirPort Express , AirPort Extreme და Apple Watch. კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა მოითხოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით: Apple-მა და Broadcom-მა ოთხი პატენტი დაარღვიეს.

აქვე შეგახსენებთ რომ თავად Apple ხშირად იგებს ხოლმე სასამართლო გარჩევებს, 2018 წელს Samsung-ს Apple-ისთვის 539 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. Apple-მა Samsung-ის წინააღმდეგ პირველი სარჩელი 2011 წელს შეიტანა, სადაც Samsung-ს iPhone-ის დიზაინის პატენტის დარღვევაზე უჩიოდა. კომპანიამ მისი ზიანი მილიარდ დოლარამდე შეაფასა, მაგრამ საბოლოოდ Apple-მა 399 მილიონი დოლარი მიიღო.

Tags: Apple
Previous Post

სამი ახალი iPhone 12 განსხვავებული ზომებით გამოვა (ვიდეო)

Next Post

Apple-მა შესაძლოა მარტის ღონისძიება გადადოს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
75
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
160
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
408
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
459
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
148
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
Apple-მა შესაძლოა მარტის ღონისძიება გადადოს

Apple-მა შესაძლოა მარტის ღონისძიება გადადოს

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG