აშშ-ს ფედერალური კომისია Apple-სგან, Facebook-ისგან, Amazon-ისგან, Microsoft-ისგან და Google-ისგან ითხოვს ახსნას თუ რატომ ყიდულობენ სხვა კომპანიებს.
ისინი ითხოვენ მიიღონ ყველა ინფორმაცია 2010 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელებულ შენაძენებზე. ამ პერიოდის განმავლობაში Apple-მა იყიდა Beats, ხოლო Facebook-მა შეიძინა Instagram და WhatsApp.
Apple ძალიან იშვიათად საუბრობრს ხოლმე სხვა კომპანიების შეძენის თაობაზე. ბოლოს 2019 წლის მაისში ტიმ კუკმა განაცხადა რომ Apple-მა ბოლო 6 თვის განმავლობაში 25 კომპანია შეიძინა.
როგორც ცნობილია 2019 წელს Apple-მა შეიძინა Intel-ის მოდემების განყოფილება 1 მილიარდ დოლარად, ასევე Xnor.ai და Spectral Edge. [9to5Mac]