როგორც Apple-ს, ისევე სხვა კომპანიებს არ აქვთ რევოლუციური ინოვაციები. კუპერტინოელების თქმით, სიახლეები რასაც კონკურენტები გვთავაზობენ პრაქტიკაში გამოუსადეგარია. აქედან გამომდინარე, Apple-ის ფლაგმანებს არ აქვს ასჯერადი მაშტაბირება, არც ისეთი კამერა რომელსაც 100 მეგაპიქსელიანი გარჩევადობა აქვს, არც ეკრანი იკეცება და ა.შ არც პირველს არც მეორეს და არც მესამეს, პრაქტიკული გამოყენება არ აქვთ. იმისთვის რომ გავიგოთ ეს მართლაც ასეა თუ არა, საჭიროა ნამდვილი ექსპერიმენტების ჩატარება.
მიუხედავად იმისა რომ სრულ ეკრანიანი სმარტფონები ბევრი მომხმარებლისთვის შეუფერებელია, Apple-ში გადაწყვიტეს რომ ასეთი მოწყობილობის გამოშვების უფლება მოეპოვებინათ. ამ მიზეზის გამო, Apple-მა დააპატენტა მსგავსი ტიპის მოწყობილობა, რაც ცხადყოფს რომ იგი სულ მცირე დაინტერესებულია და არ გამორიცხავს მისი გამოყენების შესაძლებლობას.
მაგარი, მაგრამ უსარგებლო
ბევრს მიაჩნია რომ დღეს მსგავსი რამის განხორციელება შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ვნახეთ რომ Xiaomi Mi Mix Alpha ორივე მხრიდან ეკრანია, მართალია ჯერ არ დაწყებულა გაყიდვები, მაგრამ პრეზენტაციაზე ვიხილეთ. განსაკუთრებით ამ სიახლის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება რომ ჩინელებს მსგავსი რამის გაკეთება შეუძლიათ, ხოლო Apple-ს არა. ეს უბრალოდ აბსურდია. სიტუაცია ასეთია: კუპერტინო უბრალოდ ვერ გაერკვია, თუ რატომ შეიძლება იყოს ასეთი მოწყობილობა მოსახერხებელი.
ამ ეტაპზე სუპერ ფუტურისტული კონცეფციის სმარტფონი, უტოლდება მანქანის ფასს და არ ჯდება რეალური ცხოვრების სცენარში, მისი ერთადერთი ფუნქცია სტუმრებისთვის ჩვენება და ყუთში უკან დაბრუნებაა. ასეთი უსარგებლო მოწყობილობის გამოშვება ნამდვილად ყველას შეუძლია — მაგრამ „არა“ Apple-ს 😉