როგორც ჩანს, Apple-ის 2020 წლის WWDC-ს ღონისძიება არ გაიმართება. მოგეხსენებათ, რომ ამ ღონისძიებაზე Apple-ი ახალი OS-ების პრეზენტაციას გვთავაზობს.
ამ მომენტისთვის სანტა კლარას ოლქში, ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია.
აკრძალვა ჯერჯერობით 3 კვირით მოქმედებს, თუმცა კორონა ვირუსის მდგომარეობა მუდმივად უარესდება. აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ WWDC არ გაიმართება.