დიზაინერმა Stijn van Oosterwijk-მა iOS 14-ის უჩვეულო კონცეპტი წარმოგვიდგინა. კონცეპტში ისეთი ფუნქციებია წარმოდგენილი, რომელსაც iOS-ის მომხმარებლების დიდი ნაწილი ელოდება.
Oosterwijk-მა გაითვალისწინა ჭორები და კონცეპტში დაამატა ახალი AR აპლიკაცია და CarKey ფუნქცია.
ვიდეო თავიდანვე ყურადღებას იქცევს, რადგან წარმოდგენილია ყველაზე ნანატრი ფუნქცია — შემომავალი ზარის შეტყობინება. რომელიც განბლოკილ მდგომარეობაში მარცხენა კუთხეში გადაინაცვლებს.