Apple-მა 2020 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ტიმმა რამდენიმე საკითხზეც ისაუბრა, მათ შორის iPhone SE-ს წარმატებაზე.
მოწყობილობა კარგად გაიყიდება საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. iPhone SE-ს მთავარი უპირატესობა ის არის რომ მისი სპეციფიკაციებისა და სიძლიერის ფონზე ძალიან კომპაქტურია.
„ველოდები რომ ადამიანები iOS-ზე გადავლენ. ეს წარმოუდგენელი შეთავაზებაა. ეს არის ჩვენი სმარტფონების საუკეთესო ძრავა, ძალიან ხელმისაწვდომი პაკეტით. ის უფრო სწრაფია, ვიდრე ყველაზე სწრაფი Android სმარტფონები. — განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.