ალბათ შეამჩნევდით რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკვეთრად გააქტიურდა iPhone 12-თან დაკავშირებული ჭორები — თუმცა, მოგეხსენებათ ახალი სმარტფონის გამოსვლამდე 3 თვეზე მეტია დარჩენილი. ალბათ ეს გააქტიურება იმან გამოიწვია რომ ტიმ კუკმა Apple-ის პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით საიმედო განცხადებები გააკეთა. (კორონა ვირუსის გამო არის საშიშროება რომ iPhone-ების გამოსვლა გადაიდოს)
მოდი ვნახოთ რა ვიცით, რა შესაძლო მოცემულობას მივიღებთ სექტემბერში:
iPhone 12-ის ეკრანი
2017 წელს როდესაც iPhone X-ის დებიუტი შედგა, ბევრი მომხმარებლის განცხადება იყო შემდეგი: „ეს „კუნძული“ რას გავს“. მომხმარებლების იმ ნაწილმა, ვინც არ განაახლა სმარტფონი, იმ მიზეზით რომ მათ არ მოსწონდათ „კუნძული“ და სურდათ ჰქონოდათ Home ღილაკი. ამ მომხმარებლბისთვის დღეს სიტუაცია სრულიად სხვა გვარია, მათ არ აწუხებთ კუნძულის არსებობა ეკრანზე.
ბოლო დროს გავრცელებული ჭორების თანახმად Apple-ი გეგმავს რომ ეს მოცულობა შეამციროს — მაგრამ არ გააქროს. ის მხოლოდ ზომაში დაპატარავდება და კიდევ უფრო შეუმჩნეველი გახდება ეკრანზე. ეს მისაღემი მოცემულობაა, თუმცა, მომხმარებლების გარკვეული ნაწილი კვლავ იცონებებენ iPhone-ის ეკრანს ყველანაირი „კუნძულის“ გარეშე.
თითის ანაბეჭდის სკანერი iPhone 12-ში
დღეს ჩვენ Face ID-ის დროში ვცხოვრობთ, ვხედავთ მის უპირატესობებს და კმაყოფილები ვართ. თუმცა, ახლა, ცხოვრების ამ პერიოდში, რომ მივხვდით თუ რაოდენ მნიშვენელოვანია Touch ID ან ღილაკი ნებისმიერ ადგილას, რომელიც დაგვეხმარება მაშინ როცა სახეზე პირბადე გვიკეთია.
Face ID არის მოსახერხებელი რამ, მაგრამ გვჭირდება ალტერნატივა. iPhone 12-ში Touch ID-ის დამატებით მას ექნება დამატებითი უსაფრთხოება. გულწრფელად გითხრათ, ეს არის ის რაც მეც ძალიან მინდა.
iPhone 12-ის მეხსიერების მოცულობა
Apple-მა ახლახანს გაზარდა თავისი პორტატული კომპიუტერების საწყისი მოცულობები: MacBook Pro-ზე და Macbook Air-ზე და ასევე iPad-შიც. რატომ არ უნდა გაკეთდეს იგივე iPhone 12-ში? შეგახსენებთ რომ არსებულ iPhone-ებში, (iPhone SE, iPhone 11, 11 Pro, 11 Pro Max) საწყისი მოცულობა არის 64GB. დამერწმუნებით რომ მომხმარებლების 90%-ს თუ ღრუბელში ან სხვა მოწყობილობაში არ აქვს მეხსიერება, მხოლოდ iPhone-ში არ მათი შენახვა არ არის საკმარისი. ეს სივრცე განსაკუთრებით ივსება ფოტო-ვიდეოთი, თამაშებით, პროგრამებით და გადმოწერილი სიმღერებით.
საბაზისო მოდელი 64GB-ით — ეს არის საშინელი გადაწყვეტილება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სმარტფონი 4K ვიდეოს და მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებს. მე ვფიქრობ რომ ეს არის ის დრო, როცა Apple-მა საწყისი მოდელი, ფასის მატების გარეშე 128GB-ით უნდა შემოგვთავაზოს — ისე, როგორც ეს iPad Pro-შია.
როგორ გამოიყურება iPhone 12-ი?
მოგეხსენებათ რომ iPhone 6-დან მოყოლებული ყველა iPhone-ში მომრგვალებული კუთხეები გვაქვს. ბოლო დროს გაჩნდა ჭორები რომ iPhone 12-ი iPhone 5-ის კუთხეებს უნდა დაუბრუნდეს, ისეთივე ვიზუალს, როგორიც ახლა iPad Pro-ში გვაქვს. ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება Apple-ის მხრიდან, რათა iPhone-იც და iPad-იც ერთ ვიზუალს იმეორებდნენ.
USB-C iPhone 12-ში
და ბოლოს, მსურს რომ Apple-მა საბოლოოდ უარი თქვას Lightning-ზე და ჩაანაცვლოს USB-C-თ. მათ ეს უკვე გააკეთეს iPad Pro-ში და MacBook-ში. შესაბამისად, არც ეს იქნება არალოგიკური ქმედება.
თქვენ რას ელოდებით? ან რა გსურთ? დაწერეთ კომენტარებში.
გამოწერეთ ჩვენი ინსტაგრამი: https://www.instagram.com/gemug/