ბლოგერმა და ინსაიდრემა ჯონ პროსერმა, საკუთარ Youtube არხზე თქვა, რომ iPhone 12-ის ძირითადი ვერსია მიიღებს 128GB-ს.
iPhone 12 რომელიც 5.4″ და 6.1″ იქნება — გამოვა 128 და 256 გიგაბიტიანი ვერსიებით. ხოლო iPhone 12 Pro რომელიც 6.1″ და 6.7″ იქნება — გამოვა 128, 256 და 500 გიგაბიტიანი მოცულობებით.
პირველად 32 გიგაბიტიანი საწყისი მოდელი iPhone 7-ზე ვიხილეთ, ხოლო 64 გიგაბიტიანი საწყისი მოდელი iPhone 8 და iPhone X.