GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

AirPods-ი წლის საკარანტინო მოწყობილობა გახდა

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
24/05/2020
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
150
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კონფერენციები Zoom-ში კოლეგებთან, პირდაპირი ეთერები Instagram-ზე, Youtuebe-ში არსებული გადაცემები, ყოველდღიური სიახლეების წამყვანები და ჟურნალისტები. რა საერთო აქვთ მათ ერთმანეთთან? დიახ — ისინი ყველა AirPods-ს იყენებენ. იქნება ეს AirPods Pro თუ უბრალოდ AirPods-ი, შეიძლება ითქვას რომ ის გახდა თვით-იზოლაციისა და კარანტინის ყურსასმენი. ეს ალბათ საუკეთესო რეკლამაა, რაშიც Apple-ს გადახდა არ მოუწია. ამ სიტუაციით, შეგიძლიათ მარტივად გააცნობიეროთ ის რეკორდული ციფრები რომელიც ყურსასმენების ბაზარზე გვაქვს და აქამდეც ვიცოდით.

ანალიტიკოსების შეფასებით Apple-მა 2017 წელს 14-დან 16 მილიონამდე AirPods-ი გაყიდა, 2018 წელს კი უკვე 35 მილიონს მიაღწია, ხოლო 2019 წელს უკვე მივიღეთ 60 მილიონიანი ნიშნული. რაც შეეხება 2019 წლის ბოლოს გამოსული AirPods Pro-ს გაყდივების შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Apple-ში 85-დან 90 მილიონ ერთეულამდე გაყიდვას ვარაუდობენ, რაც არალოგიკური ნამდვილად არ იქნება.

რაში გვჭირდება AirPods-ი?

იმ დროს როცა ყველანი სახლში ვსხედვართ, უდაოდ შეიძლება იმის თქმა რომ AirPods-ი ყველაზე მეტად სასურველი ყურსასმენია. მაგალითად: Netflix-მა ყველა იმ ადამიანს ვინც სერიალ „King of Tigers“-ის ბონუსურ ეპიზოდში მონაწილეობდა, დაურიგა iPhone-ები და AirPods-ები. მიზეზი მარტივია, ის ყველაზე მარტივი გამოსაყენებელია თავისი მარტივი ფუნქციონალით. ამის შემდეგ, ყველა მსახიობს ზუსტად ერთნაირი ვიდეო და აუდიო ხარისხი ჰქონდათ, რაც პროექტის რედაქტირებასაც გაამარტივებდა. ასეთი ჩაწერების მაგიური ფორმულა ბევრმა გაიმეორა, გააგზავნეს მსახიობებთან iPhone, AirPods-ი და შტატივი. 5 წუთი და სატელევიზო რეპორტაჟი მზადაა.

„King of Tigers“-ის მსახიობები

გარკვეული მომხმარებლებისთვის AirPods-ი იყო რიგითი სტატუსიანი მოწყობილობა, მაგრამ ახლა უკვე ის შეუცვლელ მოწყობილობად იქცა, რომელსაც კონკურენცია ვერავინ გაუწია, სწორედ ამიტომ ვხედავთ მათ ყველაზე ხშირად ყველგან. რატომ არის AirPods-ი და არა სხვა ყურსასმენები? Amazon-ის Google-ის Samsung-ის ან სხვა ათობით კომპანიის? პასუხი მარტივია — რადგან არცერთი არ არის ისეთივე მარტივი როგორიც AirPods-ი.

Tags: AirPodsApple
Previous Post

AirPods Pro ვიეტნამიდან — არ ინერვიულოთ

Next Post

ახალი ჭორები: iPhone-ს არასოდეს ექნება USB-C

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
80
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
161
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
411
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
461
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
149
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
ახალი ჭორები: iPhone-ს არასოდეს  ექნება USB-C

ახალი ჭორები: iPhone-ს არასოდეს ექნება USB-C

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG