საინვესტიციო საბანკო საკონსულტაციო კომპანიის Evercore ISI-ის ანალიტიკოსის, ამიტ დარიარანის აზრით, Apple-ის ღირებულება მალე 2 ტრილიონ დოლარს აღემატება. ამისთვის რაიმე სენსიტიური გადაწყვეტილებების მიღება არ არის საჭირო, ყველაფერი თავისით, დინებას მიუყვება. რაც არ უნდა სკეპტიკური დამოკიდებულება გვქონდეს, ახლა როცა პანდემია და ფორსმაჟორული სიტუაციაა, Apple-ი მაინც ვითარდება.
ეს აზრი სურვილის ან უბრალო ვარაუდის დონეზე არ გაჩენილა, ამ მოლოდინის სიზუსტეზე, პირდაპირ პასუხისმგებლები არიან — Evercore ISI და პირადად Amit Daryarani.
ამ კომპანიას, Evercore ISI-ს აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი. 2018 და 2019 წლის შედეგებით, ამ რთული საქმიანობის სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზე არიან. მათი პროგნოზები, უმეტეს შემთხვევაში 100%-ით ზუსტია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას რომ ვერავინ შეძლებს ფორსმაჟორული სიტუაციების გათვალისწინებას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მათი პროგნოზით, Apple-ი 2 ტრილიონ დოლარს მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიაღწევს. უფრო კონკრეტულად კი — ეს უნდა მოხდეს 2024 წლის ივნისამდე.