Apple-მა 2020 წლის WWDC-ის ღონისძიების პროგრამა გაგვაცნო.
ღონისძიება წელს პირველად ონლაინ რეჟიმში გაიმართება, ამ დღეს Apple-მა უნდა წარმოგვიდგინოს iOS, iPadOS, macOS, tvOS, watchOS და შესაძლოა რაიმე მოწყობილობაც.
ღონისძიების ნახვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველას შეუძლია, ტრანსლაცია Apple-ის ვებ-გვერდზე, Apple TV-ზე და Youtube-ზე იქნება.
კონფერენციის განმავლობაში Apple-ს ექნება ფორუმი, სადაც კომპანიის ექსპერტები დეველოპერებს კითხვებზე უპასუხებენ.
ღონისძიება 22 ივნისს, ორშაბათს, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება. [Apple]