iSpace არის საქართველოში ერთადერთი ბრენდი სტატუსით Apple Premium Reseller. Apple-ისგან Premium სტატუსის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ მაღაზია აკმაყოფილებს Apple-ის უმაღლეს სტანდარტებს, წარმოდგენილია Apple-ის ოფიციალური პროდუქციის ყველაზე ფართო არჩევანი და მომხმარებლები მიიღებენ ბაზარზე საუკეთესო სერვისს Apple-ის მიერ დატრენინგებული კონსულტანტებისგან.
iSpace-ის მაღაზიები მაქსიმალურად მიახლებულია Apple Store-თან. აქ დიზაინის თითოეული დეტალი შექმნილია Apple-ის მიერ და ესაა მიზეზი იმისა, რომ მომხმარებლები თავს Apple-ის სამყაროში გრძნობენ. ასევე მაღაზიების განუყოფელი ნაწილია ე.წ. Flex მაგიდა. ეს ადგილი ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოიყენოს Apple-ის პროდუქციის დეტალურად გასაცნობად iSpace-ის კონსულტანტების დახმარებით და მისთვის საუკეთესო მოწყობილობის ასარჩევად.
iSpace | Apple Premium Reseller-ში წარმოდგენილ პროდუქციას საგარანტიო მომსახურებას უწევს, რა თქმა უნდა, Apple-ის ავტორიზებული სერვის ცენტრი iSupport. შესამაბისად, მომხმარებელი მუდამ დაცულია პროდუქციის ქარხნული დეფექტისგან. თუ რატომაა მნიშვნელოვანი Apple-ის შეძენისას, რომ შევიძინოთ მხოლოდ ოფიციალურ წარმომადგენლებში შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში.
Gemug-ის და iSpace-ის კოლაბორაციაზე:
„ჩვენთვის ეს კოლაბორაცია ძლიან მნიშვნელოვანია. Gemug-ის და iSpace-ის გუნდები შემდგარია იმ ადამიანებით რომლებსაც უყვართ Apple-ი და ეს კომპანია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ერთობლივად წარმოგიდგენთ არა მხოლოდ საინტერესო სიახლეებს, არამედ განურჩევლად ყველა Gemug-ის ჯგუფის გამომწერს შევთავაზებთ ექსკლუზიურ შეთავაზებებს ჩვენს პროდუქციაზე…”