ერთი კვირის განმავლობაში Apple-ის საბაზრო ღირებულება ნელ-ნელა უახლოვდებოდა ამ ნიშნულს — და აი ისიც, 2 ტრილიონი დოლარი და სხვა ახალი მწვერვალი! 2018 წელს Apple-ი პირველი კომპანია გახდა რომელმაც 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამჯერად კომპანიის სწრაფი ზრდის მიზეზები აშკარაა:
- შესანიშნავი მეორე კვარტლის შედეგები;
- სასწაულის მოლოდინი: Mac-ები Apple Silicon-ით, რომელიც ყველას და ყველაფერს გაანადგურებს;
- ახალი პატარა ზომის iPhone-ი და 5G iPhone-ები;
- Mini-LED ეკრანები და ა.შ
ამ მიზეზების მიღმა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი: Apple-ი იწყებს აქციების „სპლიტ“ პროცედურას. 1 აქცია 4-ად გაიყოფა, შესაბამისად აქციების ყიდვა უფრო მარტივი გახდება. განახლებული აქციებით ვაჭრობა 31 აგვისტოს დაიწყება.
მთავარი მიზეზი?
ამ წლის 26 ივნისს Apple-მა ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა — მათ გამოაცხადეს Apple Silicon-ზე გადასვლა. თითქოს სტივ ჯობსის დრო დაბრუნდა — ხალხმა ირწმუნა ახალი Mac-ების პერსპექტივები. ეს გავდა ისეთ მომენტს როცა თითქოს სტივმა ადამიანების სულები დაიპყრო. ეს იყო რაღაც უცნაური და შესანიშნავი, ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი რამ რაც Apple-მა როდესმე გამოაცხადა.
ენთუზიაზმით განწყობილი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ახალ Mac-ებს, ამის ფონზე Apple-ის აქციები დღითიდღე რეკორდებს ამყარებდა და კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონს მიაღწია.