ვინც უკვე გადახვედით iOS 14-ზე, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ფუნქციებს:
1. ვიჯეტი სამუშაო მაგიდაზე
ასეთი ვიჯეტები საშუალებას მოგცემთ, აპლიკაციებიდან მიიღოთ კონკრეტული ინფორმაცია მისი გახსნის გარეშე.
2. ვიჯეტების ჭკვიანი დასტა
ვიჯეტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის „ჭკვიანი დასტა“. ამ შემთხვევაში, ერთი ვიჯეტისგან განსხვავებით, 1 კონკრეტულ მონაკვეთში შეგიძლიათ რამდენიმე ვიჯეტი გქონდეთ, რისი საშუალებითად მოიხმართ ნაკლებ ადგილს ეკრანზე და მიიღებთ ბევრ ინფორმაციას.
3. აპლიკაციების ბიბლიოთეკა
ეს არის ახალი მარტივი გზა საჭირო აპლიკაციების დასალაგებლად. ის მდებარეობს სულ ბოლო მარჯვენა სივრცეში. აპლიკაციები ლაგდება თემების მიხედვით, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად იპოვოთ აპლიკაცია.
4. კომპაქტური დიზაინი ზარის შემოსვლისას
მრავალი სიახლის ფონზე ეს ერთ-ერთი ის სიახლეა რომელსაც განსაკუთრებულად ველოდით. ახლა ზარის შემოსვლა არ გაიძულებთ რომ გაწყვიტოთ ნებისმიერი ქმედება რასაც ეკრანზე აკეთებთ.
5. ახალი Siri-ს ინტერფეისი
Siri-ს ახალი დიზაინი ზარის შემოსვლის დიზაინს ჰგავს, ორივე შემთხვევაში ის მთლიან ეკრანზე აღარ არის და ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.
6. სურათი-სურათში
რადგან ბოლო წლებში iPhone-ის ეკრანი გაიზარდა და მიუახლოვდა iPad-ის ზომებს, ეს ფუნქცია უკვე აქაც გამოსადეგია.
7. რეალურ დროში მთარგმნელი
მესამე მხარის აპლიკაციებს სერიოზული მთარგმნელი გამოუჩნდა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ წინადადება და ის სხვა ენაზე გადათარგმნილს მაშინვე გაიმეორებს.
8. ახალი ჟესტები ხშირად გამოყენებადი ფუნქციებისთვის
ორჯერ ან სამჯერ უკან კორპუსზე დაჭერით, შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერი ფუნქცია. Settings >> Accessebility >> Touch >> Back Tap
9. აპლიკაციების და მთლიანი სამუშაო მაგიდის დამალვა
ეს ფუნქცია გაძლევთ საშუალებას რომ არასაჭირო აპლიკაციები და გვერდები დამალოთ.
10. ახალი სახატავი მახასიათებლები
ამ ყველაფრის გარდა კიდევ უამრავი სიახლეა, რომელსაც შესაძლოა ცალკე სტატიები დავუთმოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის 😉