ტექტომბერში, Apple-მა ახალი iPhone-ები უნდა წარმოგვიდგინოს, სავარაუდო თარიღად 13 ოქტომბერი სახელდება.
ამ სტატიაში მოვაგროვეთ ბოლოდროინდელი ჭორები:
1. რა ერქმევა ახალ iPhone-ს
ის ყველამ დარწმუნებით ვიცით რომ ეს იქნება მე-12 ნომერი.
ყველაზე გავრცელებული ვერსია ასეთია: iPhone 12 mini, iPhone 12, iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max.
2. რამდენი მოდელი გამოვა
ჭორების მიხედვით უნდა ვიხილოთ 4 ახალი მოდელი, ესენია: iPhone 12 mini 5,4 ინჩიანი, 6.1 ინჩიანი iPhone 12 და iPhone 12 Pro და ასევე 6.7 ინჩიანი iPhone 12 Pro Max-ი.
ნაკლებად ცნობილმა წყაროებმა ისიც ივარაუდეს რომ Apple-ი კიდევ აპირებს მე-5 მოდელის წარმოებას, რომელიც იქნება დაბალ ფასიანი, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო iPhone 5C. ეს ცოტა რთულად დასაჯერებელია.
3. დიზაინი
Apple-ი როგორც წესი 3-4 წლის განმავლობაში დიზაინში დიდ ცვლილებას არ ანხორციელებს, ახლა კი მომხმარებლბი ელიან განახლებულ დიზაინს.
ახალი iPhone-ის მთავარი განსხვავება წინა მორბედებთან შედარებით, იქნება დიზაინი! ახალი iPhone-ი წარმოდგენილი იქნება iPhone 4s/iPad Pro-ს სტილში.
ასევე თითქმის 100 პროცენტით ვიცით რომ Pro ვერსიას ექნება ახალი Navy Blue ფერი. რამდენიმე კვირის წინ Apple-მა Apple Watch-ი ლურჯი ფერის წარმოგვიდგინა.
4. ეკრანი
მეორე ყველაზე მოსალოდნელი ინოვაცია უნდა იყოს ეკრანი, რომლის განახლების სიჩქარეც 120Hz უნდა იყოს. ამ ინოვაციასაც მხოლო Pro მოდელებში ველოდებით.
ასევე არის ინფორმაცია რომ Apple-მა OLED ეკრანების წარმოება გაზარდა, რაც იმას მიგვანიშნებს რომ 3 მოდელს ექნება OLED ეკრანი. მხოლოდ iPhone 12 mini დარჩება IPS ეკრანით, იგივე რაც 11-შია.
საბოლოოდ უნდა მივიღოთ ასეთი რამ: ახლანდელი iPhone 11 Pro 5,8-დან 6,1-მდე გაიზრდება, ხოლო iPhone 11 Pro Max-ი 6,5-დან 6,7 ინჩამდე გაიზრდება. ასევე უნდა ვიხილოთ iPhone 11-ის ჩამნაცვლებელი iPhone 12 6,1 ინჩით და სრულიად ახალი iPhone 12 mini რომელიც 5,4 ინჩი იქნება.
5. პროცესორი
ყველა ახალი მოდელს ექნება A14 პროცესორი, რომელიც უკვე გამოჩნდა GeekBench-ში.
ზოგიერთი წყაროს ცნობით ახალი ფლაგმანები მიიღებს 4GB ოპერატიულს, თუმცა უფრო რეალური 6GB-ია.
ასევე ველოდებით მე-5 თაობის ქსელის მხარდაჭერას.
6. კამერა
Pro ვერსიების კვლავ ექნება 3 კამერა, რაც შეეხება სიახლეს, ზოგი წყაროს ვერსიით ახალ LiDAR სკანერს მხოლოდ Pro Max-ი მიიღებს, ხოლო ზოგი კი ორივე Pro მოდელში ელოდება.
გარდა ამისა, iPhone 12 Pro-მ შესაძლოა 4K ვიდეო გადაღება 240fps-ით შეძლოს. ახლანდელ iPhone 11-ს წამში მხოლოდ 120 კადრის გადაღება შეუძლია.
7. დატენვა და ბატარეა
უახლოესი ჭორების თანახმად ახალ iPhone-ში მივიღებთ 20W სწრაფი დატენვის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, კომპანია განაახლებს უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიას.
რეგისტრაციის მიხედვით, გვექნება შემდეგი სიმძლავრის ბატარეები:
▪️ iPhone 12 mini: A2471 (2227 mAh)
▪️ iPhone 12: A2431 (2775 mAh)
▪️ iPhone 12 Pro: A2431 (2775 mAh)
▪️ iPhone 12 Pro Max: A2466 (3687 mAh)
8. კომპლექტაცია
ეს არის ყველაზე ცხელი ჭორი. ინსაიდერების უმეტესობა ამბობს რომ iPhone 12-ს არ მოყვება ყურსასმენი და ადაპტერი. ახალი ყუთი იქნება თხელი და მასში იდება მხოლოდ კაბელი.
ღონისძიების სავარაუდო თარიღი 13 ოქტომბერია, რაც იმას ნიშანვს რომ ანონსის შესახებ Apple-ის განცხადება საიტზე დღეს უნდა განთავსდეს.