Telegram-ის ბოლო ბეტა ვერსიაში AirPods-ის და Siri-ს ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა.
ახლა უკვე როდესაც iPhone-ი ან iPad-ი დაბლოკილია, AirPods-ის საშუალებით შეგიძლიათ მოისმინოთ შეტყობინებები და ასევე უპასუხოთ მათ. Apple-მა შესაბამისი API-ს შექმნა 1 წლის წინ დაიწყო, თუმცა როგორც ვხედავთ Telegram-ი გახდა პირველი მესამე მხარის აპლიკაცია რომელსაც ეს ფუნქცია ექნება.
ახალი ფუნქციის მხარდაჭერა შემდეგ მოწყობილობებს აქვს:
▪️ AirPods (მე-2 თაობა)
▪️ AirPods Pro
▪️ Powerbeats
▪️ Powerbeats Pro
▪️ Beats Solo Pro
ასევე აუცილებელია iOS 13.2 ან უფრო მაღალი ვერსია. საბოლოო გამოშვებას Telegram-ის ოფიციალურ ვერსიაში ველოდებით. [ MacRumors ]