პატენტის ახალ განაცხადში ნათქვამია რომ კომპანია შავ ფერებს განიხილავს.
პორტატული ელექტრონული შიგთავსები შეიძლება შეიცავდეს ანოდირებულ ფენას, რომელიც შესაძლოა მოხატული იყოს სხვადასხვა ფერებში.
ზოგადად სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებლების მცდელობები, რომ მიიღონ ნამდვილი შავი ფერი, ყოველთვის წარუმატებლად სრულდება. საბოლოო შედეგი, მხოლოდ მუქი ნაცრისფერია ხოლმე.
ერთ-ერთი ვარიანტი იმისა რომ მივიღოთ ნამდვილი შავი ფერი, არის ის რომ გამოვიყენოთ ანოდირებული ლითონი, შედარებით მაღალი სინათლის ამრეკლით.
თუმცა, ნამდვილი შავის მისაღებად მხოლოდ ანოდირებული ლითონიც არ არის საკმარისი. რადგან ამ ზედაპირს აქვს პრიალა ზედაპირი, რაც ხელს უწყობს დიდი რაოდენობით სინათლის არეკვლას.
ჩვენ საყვარელ კომპანიას აქვს გამოსავალი, რათა მიაღწიოს სასურველ შედეგს:
ეს არის ანოდირებული ზედაპირი შუქის შემწოვი ფუნქციებით, ამას შეუძლია თითქმის ყველა ხილული შუქის შთანთქმა.
შედეგად ვიღებთ დაბალი პრიალით, გლუვ ზედაპირს რომელიც ანოდირებულია.
მოკლედ რომ გითხრათ, Apple-ი განიხილავს შუქის შემწოვ მქრქალ-შავ MacBook-ს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ პატენტია. განახორციელებენ თუ არა ამას მომავალში ვნახავთ. [9to5]