Apple Car-ის ახალი განვითარების ხელმძღვანელი ჯონ ჯანანდრეაა, იგი Apple-ში 2018 წლიდან მუშაობს. გარდა Apple Car-ისა იგი ხელმძღვანელობს Core ML-ს და Siri-ს განვითარებას.
Apple-ი ავტომობილებზე ავტოპილოტის ტესტირებას 2014 წლიდან ანხორციელებს. თავიდან იწერებოდა რომ ვაშლს სრულფასოვანი მანქანის შექმნა სურდა, ხოლო შემდეგ გაირკვა რომ ის მხოლოდ მართვის ტექნოლოგიაზეა ორიენტირებული.
2017 წელს ტიმ კუკმა განაცხადა რომ ეს ხელოვნური ინტელექტის თვალსაზრისით Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტია. [MacRumors]