GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

გამოვიდა iOS 14.3 – ბევრი სიახლეა

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
15/12/2020
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Apple-მა iOS 14.3 უკვე ყველასთვის გამოუშვა.

განახლების ნომერია 18C66.

ამ განახლებით გამოსწორებულია წინა ვერსიის შეცდომები, გაუმჯობესებულია სტაბილურობა და დამატებულია სასარგებლო თვისებები.

რა არის ახალი?

Apple ProRAW მხარდაჭერა მიიღეს iPhone 12 Pro და 12 Pro Max-ის მფლობელებმა.

ProRAW სურათის გადაღების უპირატესობასთან ერთად აერთიანებს Apple-ის ტექნოლოგიებს, როგორიცაა Deep Fusion და Smart HDR. თითოეული ProRAW.DNG სურათის ზომა დაახლოებით 25MB-ს შეადგენს. ProRaw-ის ჩასართველად გახსენით კამერის აპლიკაცია და დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ხატულას.

ProRAW ტექნოლოგიას შეუძლია სურათის დამუშავება მაღალი ხარისხით, ექსპოზიცია იცვლება განათების დონის შესაბამისად, ნერვული ქსელების გამოყენებით.

ანიმაციური ფოტო Apple Music-ში

Apple Music-ის ალბომებს ახლა უკვე ანიმაციური გარეკანი აქვთ. უცნობია შეძლებს თუ არა ყველა შემსრულებელი ახალი ფუნქციის გამოყენებას.

გამოვიდა Fitness+ სერვისი

ამ სერვისის მთავარი ფასეულობა პირადი ფიტნეს ტრენერის აყვანის შესაძლებლობაა — ფასი 9,99 დოლარი. ამ სერვისის გამოწერა მხოლოდ Apple Watch-ის მფლობელებს შეუძლიათ, ხოლო იმ დროს როცა ვიდეო ვარჯიში მიმდინარეობს, შეგიძლიათ ის iPhone-ზე, iPad-ზე ან Apple TV-ზე გააზიაროთ.

სწრაფი ბრძანებები


აქამდე სწრაფი ბრძანებები ხორციელდებოდა აპლიკაციის გახსნასთან ერთად. ახლა ისინი აქტიურდება გახსნის გარეშე. მოსახერხებელია!

სხვა დეტალები:

  • დაემატა ახალი AirPods Max-ის მხარდაჭერა;
  • დაემატა ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა წამში 25 კადრი – iPhone 8-ზე და X-ზე;
  • App Store-ში აპების გვერდებს დაემატათ კონფიდენციალურობის ახალი განყოფილება;
  • Cycle Tracker-ისთვის ჯანმრთელობის აპლიკაციაში შეგიძლიათ შეიტანოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კონტრაცეფციის გამოყენების შესახებ ინფორმაცია, უფრო ზუსტი ყოველთვიური პროგნოზებისათვის;
  • ამინდის აპლიკაცია და Siri ახლა უკვე გთავაზობთ ჰაერის ხარისხის მონაცემებს დეტალურად. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ინდოეთსა და მექსიკაში;
  • Safari-ში მთავარ გვერდზე შეგიძლიათ დააყენოთ Ecosia — რისი საშუალებითაც მიიღებთ მონაწილეობას ბუნებაზე ზრუნვაში;

თუ ჯერ კიდევ არ დაგიყენებიათ განახლება, რაღას უცდით, ის უკვე ხელმისაწვდომია: Settings >> General >> Software Update

Tags: AppleiOS
Previous Post

6 წლის ბავშვმა App Store-ში 16 ათასი დოლარი დახარჯა

Next Post

ტიმ კუკი სასამართლოში Epic Games-ის წინააღმდეგ წარსდგება

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს

24/05/2022
237
Time-ს მიხედვით ტიმ კუკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია
სიახლეები

Time-ს მიხედვით ტიმ კუკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია

23/05/2022
39
iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია
სიახლეები

iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია

20/05/2022
49
iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
89
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
166
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
420
Next Post

ტიმ კუკი სასამართლოში Epic Games-ის წინააღმდეგ წარსდგება

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG